პსჟ-სა და ლესტერის ყოფილი ფეხბურთელი, სოლ ბამბა გარდაიცვალა
კოტ დივუარელი ფეხბურთელი, სოლ ბამბა გარდაიცვალა. ის 39 იყო. სიკვდილის მიზეზი კიბოს რეციდივი გახდა.
გასული წლის დეკემბერში მას არაჰოჯკინის ლიმფომას დიაგნოზი დაუსვეს. ფეხბურთელმა ვერაგი დაავადება 4 თვეში დაამარცხა, თუმცა როგორც ჩანს, არა სამუდამოდ.
სოლ ბამბამ საფეხბურთო კარიერა პსჟ-ში დაიწყო, რის შემდეგაც რამდენიმე ინგლისურ კლუბში ითამაშა, მათ შორის „ლესტერ სიტიში“. მისი ბოლო კლუბი „მიდლსბრო“ იყო.