რაფაელ ნადალი, იანიკ სინერი
Aa
Aa

ნადალი სინერს იცავს: ვიცნობ მას და არ მჯერა, რომ დოპინგის მიღება სურდა

ესპანელი ჩოგბურთელი რაფაელ ნადალი მსოფლიოს პირველი ჩოგნის, იტალიელი იანიკ სინერის გარშემო აგორებულ დოპინგსკანდალს გამოეხმაურა. ესპანელი ჩოგბურთელის თქმით, მას არ სჯერა, რომ სინერს დოპინგის მიღება სურდა.

ნადალი სინერზე:

„არ ვიცი, ეს კარგია თუ ცუდი, მაგრამ ადამიანების პატიოსნების მჯერა. ვიცნობ სინერს და არ ვფიქრობ, რომ მას დოპინგის მიღება სურდა. სამართალმა თავისი ვერდიქტი გამოაცხადა და, მოგვწონს თუ არა, ის უნდა მივიღოთ.

მჯერა იმ ორგანიზაციების, რომლებიც გადაწყვეტილებებს იღებენ. ეს გადაწყვეტილებები ეფუძნება იმას, რასაც ეს ორგანიზაციები სწორად მიიჩნევენ. სასჯელის არარსებობა ნიშნავს იმას, რომ მომხდარში სინერის ბრალეულობა არ ყოფილა. არა მგონია, რომ სინერი უდანაშაულოდ მხოლოდ იმის გამო ცნეს, რომ ის მსოფლიოს პირველი ჩოგანია. ყველას აქვს საკუთარი აზრის უფლება, ჩემი აზრი კი ასეთია“.

ცნობილმა იტალიელმა ჩოგბურთელმა იანიკ სინერმა ორჯერ ჩააბარა დადებითი დოპინგტესტი, მაგრამ დისკვალიფიკაციას გადაურჩა, რაც საჩოგბურთო სამყაროში იშვიათი მოვლენაა.

ანაბოლური სტეროიდის, კლოსტებოლის კვალი მის სისხლში ინდიან უელსის მასტერსის დროს აღმოაჩინეს, მაგრამ იტალიელმა დაამტკიცა, რომ ამ საქმეში ბოლომდე მართალი იყო. დოპინგსკანდალის შემდეგ, სინერს მხოლოდ ინდიან უელსის მასტერსზე მოპოვებული 400 სარეიტინგო ქულა ჩამოაკლეს და სხვა სასჯელი მასზე არ გავრცელებულა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
“კორტზე საკუთარი თავის პოვნა მიჭირდა“ - ჯოკოვიჩი პოპირინთან წაგების შემდეგ
“კორტზე საკუთარი თავის პოვნა მიჭირდა“ - ჯოკოვიჩი პოპირინთან წაგების შემდეგ