ბარსელონა, რობერტ ლევანდოვსკი
Aa
Aa

ლევანდოვსკის მიზანი: 30-ზე მეტი გოლი ახალ სეზონზე

„ბარსელონას“ პოლონელ თავდამსხმელს, რობერტ ლევანდოვსკის სურს, რომ ამ სეზონზე 30-ზე მეტი გოლი გაიტანოს.

მესამე სეზონზე 36 წლის ფეხბურთელმა ლა ლიგის 4 მატჩში 4 გოლი გაიტანა. პირველ სეზონზე მან ყველა ტურნირზე ჩატარებულ 46 შეხვედრაში 33 გოლი მიითვალა, მეორე სეზონის 49 მატჩში კი 26 გოლი გაიტანა.

„რა თქმა უნდა, მინდა უფრო მეტი გოლი გავიტანო, ვიდრე გასულ სეზონზე. მიზანი 30-ზე მეტი გოლია. არ ვიცი, შესაძლოა 35-იც“, - თქვა ფეხბურთელმა.

ლევანდოვსკი „ბარსელონაში“ 2022 წელს გადავიდა. მანამდე ის მიუნხენის „ბაიერნში“ თამაშობდა, სადაც 375 მატჩი ჩაატარა. მის ანგარიშზე 344 გოლი და 73 ასისტია.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
დი მარციო: გალათასარაი მთლიან ხელფასს გადაიხდის, ოსიმენთან ყველაფერი შეთანხმებულია
დი მარციო: გალათასარაი მთლიან ხელფასს გადაიხდის, ოსიმენთან ყველაფერი შეთანხმებულია