სანდრო მამუკელაშვილი, სან ანტონიო სპურსი
Aa
Aa

Athlonsports: თუ მამუკელაშვილს სათამაშო დრო მიეცემა, ამას მაქსიმალურად გამოიყენებს

გამოცემა Athlonsports-ი „სან ანტონიოს“ შესახებ სტატიას აქვეყნებს, რომელშიც სტატიის ავტორი, ჟურნალისტი ჯონა კუბიჩეკი „სპურსის“ ქართველ კალათბურთელზე, სანდრო მამუკელაშვილზე ამახვილებს ყურადღებას.

როგორც კუბიჩეკი წერს, „სპურსმა“ ფანების ფავორიტი სანდრო მამუკელაშვილი შეინარჩუნა, თუმცა კითხვა იმაში მდგომარეობს, შეძლებს თუ არა მამუ თამაშის ხარისხის გაუმჯობესებას.

რას წერს გამოცემა:

„სან ანტონიოს“ ისტორიაში არაერთხელ მომხდარა ისე, რომ სათადარიგო მოთამაშეები გულშემატკივრების რჩეულები გამხდარან. მეტ ბონერი, პატი მილსი, ბობან მარიანოვიჩი, ჯონათონ სიმონსი და სხვები წამყვან როლებზე არ იყვნენ, თუმცა „სპურსის“ ფანებს ისინი ძალიან უყვარდათ. გუნდში გატარებული სეზონ-ნახევრის შემდეგ მათ რიგებს სანდრო მამუკელაშვილიც შეუერთდა.

მამუ ელიტარული დონის მოთამაშე არაა, თუმცა ყველაფერს აკეთებს, რათა სათამაშო დრო მიიღოს. შესაძლოა ის თავისი სიმაღლისა და წონის გათვალისწინებით ფიზიკურად არც ისე ძლიერია, მაგრამ იმაზე უფრო ლამაზად თამაშობს, ვიდრე „დიდი“ სათადარიგოების უმეტესობა. მიმდინარე ზაფხულში „სპურსმა“ მამუკელაშვილი 2,2 მილიონ დოლარად შეიძინა. მამუ მხოლოდ 25 წლისაა და ის შეიძლება გახდეს ისეთი სათადარიგო, რომელიც შემადგენლობას უნივერსალობას შემატებს.

როდესაც მას სათანადო სათამაშო დრო ეძლევა, ხშირ შემთხვევაში მამუ ამ შანსს იყენებს. 30 მატჩში, როდესაც მამუმ პარკეტზე სულ მცირე 20 წუთი გაატარა, ის საშუალოდ 10,8 ქულას, 7,9 მოხსნასა და 2,5 გადაცემას აგროვებდა. მიუხედავად იმისა, რომ დაცვაში ის არ არის ისეთივე სოლიდური, როგორებიც არიან ზაკ კოლინსი ან ჩარლზ ბასი, შეტევაში ის ორივეს სჯობს, რაც მას მნიშვნელოვან სათადარიგო კალათბურთელად აქცევს.

სეზონის ძირითად ნაწილს მამუ დიდი ალბათობით სკამზე გაატარებს, თუმცა ბასი და კოლინზი ტრავმიანობით გამოირჩევიან, რასაც ვერ ვიტყვით მამუკელაშვილზე, ამიტომ თუ ვემბანიამა მოკლე ვადით გუნდს გამოაკლდება, „სპურსის“ 54-ე ნომერი ძირითადში მის ადგილს დაიკავებს.

G-ლიგაში მამუ დომინირებდა და დაადასტურა, რომ მისი დონის მოთამაშის ადგილი NBA-შია. თუ მას სათამაშო დრო მიეცემა, სავარაუდოდ, ამას მაქსიმალურად გამოიყენებს“, - წერს სტატიის ავტორი.

მსგავსი სიახლეები

ასევე დაგაინტერესებთ
შენგელია ხორვატიაში მიიწვიეს - ქართველი პეტროვიჩის მემორიალურ შეხვედრაში ითამაშებს
შენგელია ხორვატიაში მიიწვიეს - ქართველი პეტროვიჩის მემორიალურ შეხვედრაში ითამაშებს