ხვიჩა კვარაცხელია, მამუკა ჯუღელი
Aa
Aa

Gazzetta: კვარას გარემოცვა 8 მილიონს ითხოვს - ნაპოლის შეთავაზება ცნობილია

ვიქტორ ოსიმენი ერთწლიანი იჯარით „გალათასარაიში“ გადავიდა და „ნაპოლის“ ყველაზე ხმაურიანი სატრანსფერო საგა დროებით დასრულებულია. ნიგერიელი მინიმუმ იანვრამდე თურქეთში იქნება.

ახლა ხვიჩა კვარაცხელიას ჯერია, რომლის შესახებაც ცნობილი იყო, რომ კლუბთან მოლაპარაკებებს სექტემბრისთვის განაახლებდა და მხარეები შეთანხმდებოდნენ კიდეც, თუმცა Gazzetta dello Sport-ი დღეს მორიგ საინტერესო ინფორმაციას ავრცელებს, რომლის მიხედვითაც ქართველი ფეხბურთელი „ნაპოლის“ წლიურად 8 მილიონიან ანაზღაურებას სთხოვს.

„ოსიმენისგან განსხვავებით კვარაცხელიას კონტრაქტის თაობაზე მოლაპარაკებები უფრო მშვიდია. ქართველმა ნაპოლისთან ერთად უკვე მესამე სეზონი დაიწყო და ის იმაზე გაცილებით ნაკლებს იღებს, ვიდრე მისი რეალური ღირებულებაა.

კვარას აგენტი მამუკა ჯუღელი ბოლონიასთან მატჩის დროს დიეგო მარადონაზე იმყოფებოდა და კლუბის ხელმძღვანელობას უახლოეს დღეებში შეხვედრაზე შეუთანხმდა. ფეხბურთელის გარემოცვა კლუბს წლიურად 8 მილიონ ევროს სთხოვს. პარტენოპეი კი მხოლოდ 5 მილიონს სთავაზობს, პლუს ამას ბონუსებიც არის გათვალისწინებული, რაც ჯამში შესაძლოა 6 მილიონ ევრომდე ავიდეს.

ასევე გასარკვევია ისიც, იქნება, თუ არა ხვიჩას კონტრაქტში გამოსასყიდი პუნქტი მითითებული, რამაც ოსიმენის შემთხვევაში პრობლემები შექმნა“.

Gazzetta-ს ინფორმაციიდან ჩანს, რომ ჯერჯერობით მხარეები სულაც არ შეთანხმებულან, როგორც ეს ბოლო დღეებში იტალიურმა გამოცემებმა გვამცნეს. კვარას წარმომადგენლებსა და კლუბს შორის 2 მილიონიანი სხვაობაა. რომელი მხარე წავა დათმობაზე, ამას მალე გავიგებთ.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
ეფექტური დუბლის შემდეგ არაბიძე ტურის სიმბოლურში მოხვდა
ეფექტური დუბლის შემდეგ არაბიძე ტურის სიმბოლურში მოხვდა