ილია თოფურია, ისლამ მახაჩევი, ჯო როგანი
Aa
Aa

„შეგვიძლია ილიაც ვახსენოთ, მაგრამ...“ | ჯო როგანმა ყველაზე მრავალმხრივი მებრძოლი დაასახელა

UFC-ის კომენტატორმა ჯო როგანმა ყველაზე უნივერსალური მებრძოლი დაასახელა. საკუთარ პოდკასტში საუბრისას, როგანმა ილია თოფურიაც ახსენა, მაგრამ პირველი ადგილი მსუბუქი წონითი დივიზიონის ჩემპიონს, ისლამ მახაჩევს მიაკუთვნა.

„თუ გინდათ დაასახელოთ, ყველაზე მრავალმხრივი მებრძოლი ვინაა, შეგვიძლია, მაგალითად მაქს ჰოლოუეი ან ილია თოფურია მოვიყვანოთ, თუმცა, პირადად მე, პირველ ადგილზე ისლამ მახაჩევს დავაყენებდი. მახაჩევი შთამბეჭდავი ტექნიკის პატრონი მებრძოლია და შეუძლია, ფეხით განხორციელებული დარტყმებით მეტოქე ნოკაუტში გაგზავნოს“.

ცნობისთვის, UFC-ის Pound-for-pound რეიტინგში (რეიტინგი წონის გაუთვალისწინებლად) პირველ ადგილს სწორედ მახაჩევი იკავებს. რუს მებრძოლს ალექს პერეირა მოჰყვება, მესამე პოზიციაზე კი ჯონ ჯონსი იმყოფება. მეოთხე ადგილზე ქართველ მებრძოლს, ილია თოფურიას ვხედავთ, ხოლო ხუთეულს დრიკუს დუ პლესი ასრულებს.

გეტყვით იმასაც, რომ „ელ მატადორი“ მომდევნო ორთაბრძოლას თბილისის დროით 27 ოქტომბერს, UFC 308-ზე გამართავს და მაქს ჰოლოუეის დაუპირისპირდება. ბუკმეკერები ფავორიტად ქართველს მიიჩნევენ, თუმცა, UFC-ის მებრძოლთა დიდი ნაწილი ჰოლოეუის გამარჯვებას ვარაუდობს.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
„მომავალში ორმაგი ეღირება“ | ფაბრიციო რომანომ მამარდა ტოპ ტრანსფერებში შეიყვანა
„მომავალში ორმაგი ეღირება“ | ფაბრიციო რომანომ მამარდა ტოპ ტრანსფერებში შეიყვანა