ეფექტური დუბლის შემდეგ არაბიძე ტურის სიმბოლურში მოხვდა
პოჰანგთან შესრულებული დუბლის შემდეგ გიორგი არაბიძე სამხრეთ კორეის ჩემპიონატის ტურის სიმბოლურში მოხვდა.
საუკეთესო თერთმეტეულში მოხვდა არაბას კიდევ ორი თანაგუნდელი - სონ ბომ კო და იაგო რიბეირო.
სამხრეთ კორეის ჩემპიონატის მორიგ ტურში არაბიძის „ულსანი“ „პოჰანგს“ დაუპირისპირდა და 5:4 გაიმარჯვა, არაბიძემ კი თავი დუბლით გამოიჩინა.