რონალდუ: ნაკრებიდან წასვლა? პირიქით, ახლა უფრო მოტივირებული ვარ
კრიშტიანუ რონალდუს ევრო 2024-ის შემდეგ პორტუგალიის ნაკრებიდან წასვლაზე არ უფიქრია, პირიქით, ის ამჟამად უფრო მოტივირებულია შესაძლოა 2026-ის მუნდიალზეც კი ითამაშოს.
- ევრო 2024-ის შემდეგ, არ გიფიქრიათ ეროვნული ნაკრებიდან წასვლაზე?
„ეს ყველაფერი პრესის ჭორებია. არასდროს მიფიქრია, რომ ჩემი კარიერა ნაკრებში დასრულდა. პირიქით: ამან კიდევ უფრო მეტი მოტივაცია მომცა, რომ თამაში გამეგრძელებინა. სიმართლე ეს არის.
ახლა ჩემი მოტივაცია არის ნაკრებში თამაში და ერთა ლიგის მოგება. ეს ჩვენი მორიგი ტურნირია, ამიტომ გვინდა მაქსიმალურად მოვემზადოთ ამ ტურნირის მოსაგებად, რომელიც ერთხელ უკვე მოვიგეთ და გვინდა გავიმეოროთ - ეს არის ჩვენი მოტივაცია.
ალბათ იმავეს გავიმეორებ ისევ და ისევ, მაგრამ მე არ ვფიქრობ გრძელვადიან პერსპექტივაზე, ყოველთვის მოკლევადიან პერსპექტივაში ვფიქრობ. თავს კარგად ვგრძნობ. მაგრამ მე ვერ გიპასუხებ კითხვაზე 2026 წლის მუნდიალის შესახებ.
ახლა თავს შესანიშნავად ვგრძნობ და პოზიტიურად ვარ განწყობილი. მაგრამ 2026? ჯერ კიდევ დიდი გზაა გასავლელი“,
- განაცხადა რონალდუმ A Bola-სთან საუბრისას.
შეგახსენებთ, რომ 2026 წლის მსოფლიო ჩემპიონატი აშშ-ში, კანადასა და მექსიკაში გაიმართება.