ლევანტე, გიორგი ქოჩორაშვილი
Aa
Aa

El Desmarque: ლევანტესთვის ქოჩორას შენარჩუნება უბრალოდ საჩუქარია

ესპანურმა გამოცემამ, El Desmarque-მ „ეიბარისა“ და „ლევანტეს“ გუშინდელი მატჩი შეაფასა და „ბაყაყების“ ქართველი ნახევარმცველის, გიორგი ქოჩორაშვილის მიმართ საქებარი სიტყვები არ დაიშურა. გამოცემის ჟურნალისტი, ისმაელ ალგარა წერს, რომ „ლევანტესთვის“ ქოჩორაშვილის შენარჩუნება საჩუქრის ტოლფასია.

რას წერს გამოცემა ქოჩორაზე:

„როხერ ბრუგეზე მისი პასი უბრალოდ გრანდიოზული იყო. ინტენსიურად იყო ჩართული ორთაბრძოლებში, ეხსნებოდა პარტნიორებს ბურთის ფლობისას და ეხმარებოდა მცველებს, როდესაც ეს საჭირო იყო. მოედანზე იყო ყველგან, ვიდრე დაიღლებოდა და შეცვლიდნენ. ქოჩორაშვილი თავის საუკეთესო ფორმაშია. მისი გუნდში შენარჩუნება უბრალოდ საჩუქარია“.

„ეიბართან“ მატჩში „ლევანტე“ ფრეს დასჯერდა. გიორგი ქოჩორაშვილმა მოედანზე 75 წუთი გაატარა და საგოლე გადაცემა მიითვალა.

სამი ტურის შემდეგ 5 ქულით „ლევანტე“ სატურნირო ცხრილში მეშვიდე ადგილზეა და ლიდერ „უესკას“ ოთხი ქულით ჩამორჩება. სანაკრებო თამაშების გამო, გიორგი ქოჩორაშვილი ვალენსიელებს 8 სექტემბერს „კარტახენასთან“ გასვლით შეხვედრაში ვერ დაეხმარება და კლუბს 14 სექტემბერს „ელდენსესთან“ საშინაო მატჩში დაუბრუნდება.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
„ბედნიერი ვარ, რომ ქოჩორაშვილი შევინარჩუნეთ“ - ლევანტეს მწვრთნელი
„ბედნიერი ვარ, რომ ქოჩორაშვილი შევინარჩუნეთ“ - ლევანტეს მწვრთნელი