ლუის სუარესი
Aa
Aa

ლუის სუარესმა სანაკრებო კარიერა დაასრულა

ურუგვაელმა ფეხბურთელმა ლუის სუარესმა სანაკრებო კარიერა დაასრულა.

„ინტერ მაიამის“ ფორვარდმა განაცხადა, რომ 2026 წლის მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო მატჩი პარაგვაის წინააღმდეგ, მისი უკანასკნელი თამაში იქნება.

„ჩემთვის რთულია ამაზე საუბარი, თუმცა ეს ჩემი ბოლო მატჩი იქნება. ბევრი ვიფიქრე და გადავწყვიტე, რომ ახლა ყველაზე შესაფერისი დროა. მე ჩემი მიზეზები მაქვს. რთული იყო ამ გადაწყვეტილების მიღება, თუმცა დრო მოვიდა. ისეთივე ენთუზიაზმით ვითამაშებ {ბოლო მატჩს}, როგორც გამოვედი პირველ თამაშზე 2007 წელს. ახლა 37 წლის ვარ და ჩემთვის რთული იქნება შემდეგ მსოფლიო ჩემპიონატზე თამაში. მე ჩემით მივდივარ, არა ტრავმების გამო და არც იმის გამო, რომ ნაკრებში აღარ მიძახებდნენ“, - განაცხადა ფეხბურთელმა პრესკონფერენციაზე.

ლუის სუარესმა საკუთარი ქვეყნის ნაკრების შემადგენლობაში 142 მატჩი ჩაატარა, 69 გოლი გაიტანა და 39 ასისტი მიითვალა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
რეალის ექსმეკარე და ორი მსოფლიო ჩემპიონი | ტოპ-5 თავისუფალი აგენტი
რეალის ექსმეკარე და ორი მსოფლიო ჩემპიონი | ტოპ-5 თავისუფალი აგენტი