ვიქტორ ოსიმენი
Aa
Aa

საოცარი დახვედრა | ვიქტორ ოსიმენი გალათასარაიში ითამაშებს

ვიქტორ ოსიმენი „გალათასარაის“ ღირსებას დაიცავს. ნიგერიელი ფეხბურთელი თურქეთში ჩავიდა და უახლოეს საათებში, დოკუმენტებს ხელს მოაწერს, რის შემდეგაც „გალა“ ოფიციალურ განცხადებას გაავრცელებს. „გალათასარაის“ ქომაგებმა ოსიმენს საოცარი დახვედრა მოუწყვეს და ქალაქის ქუჩებში მას ათასობით ადამიანი შეხვდა.

„საოცარი ატმოსფეროა. გალათასარაის მსოფლიოში ერთ-ერთი საუკეთესო ფანები ჰყავს და მოხარული ვარ, რომ აქ ვიმყოფები. ერთი სული მაქვს, გულშემატკივრებს ტრიბუნებზე როდის ვიხილავ და მოუთმენლად ველი, მათ ყვირილს როდის გავიგონებ, როცა გოლს გავიტან. მიხარია, რომ აქ ვარ და გალათასარაისთვის ყველაფერს გავაკეთებ“, - განაცხადა ოსიმენმა.

ფაბრიციო რომანოს ინფორმაციით, ოსიმენი „გალათასარაიში“ იჯარის წესით, სეზონის ბოლომდე ითამაშებს. მის ხელფასს მთლიანად თურქული გრანდი დაფარავს და „გალას“ ვიქტორის კონტრაქტის გამოსყიდვის უფლება ან ვალდებულება არ ექნება.

შეგახსენებთ, რომ ზაფხულის სატრანსფერო ფანჯრისას, ოსიმენს „პარი სენ-ჟერმენსა“ და „ჩელსის“ უკავშირებდნენ. „არისტოკრატები“ ნიგერიელი ფეხბურთელის გაფორმებასთან ახლოს იყვნენ, მაგრამ ვიქტორისგან თანხმობა ვერ მიიღეს.

მსგავსი სიახლეები

ასევე დაგაინტერესებთ
მზადების პირველი დღე - სანიოლის განკარგულებაში 11 ფეხბურთელია
მზადების პირველი დღე - სანიოლის განკარგულებაში 11 ფეხბურთელია