გიორგი მამარდაშვილი, ფაბრიციო რომანო
Aa
Aa

„მომავალში ორმაგი ეღირება“ | ფაბრიციო რომანომ მამარდა ტოპ ტრანსფერებში შეიყვანა

ფაბრიციო რომანომ ზაფხულის სატრანსფერო ფანჯარა შეაჯამა და ტოპ 10 გარიგება დაასახელა. ცნობილი სატრანსფერი ექსპერტის სიაში გიორგი მამარდაშვილიც მოხვდა, რომელიც „ვალენსიადან“ „ლივერპულში“ გადავიდა და რომანომ „მამარდას“ გარიგება მე-3 ადგილზე გაიყვანა.

„საქართველოს ნაკრების მეკარის გადაბირებით, ლივერპულმა სუპერ ფეხბურთელი გაიფორმა. ჩემი აზრით, მამარდაშვილის ტრანსფერი სათანადოდ დაფასებული არაა და მგონია, რომ ის სამომავლოდ ლივერპულისთვის მნიშვნელოვანი მოთამაშე იქნება.

რა თქმა უნდა, წითლებს ალისონი ჰყავთ, რომელიც შესანიშნავი გოლკიპერია, მაგრამ ეს მომავალზე გათვლილი ტრანსფერია. როცა შესაფერისი დრო მოვა, მამარდაშვილი ალისონს ფანტასტიკურად ჩაანაცვლებს. ვფიქრობ, გიორგი ბევრად მეტი ღირს, ვიდრე ლივერპული მის სანაცვლოდ გადაიხდის. მამარდაშვილი არის ფეხბურთელი, რომელიც მომავალში მერსისაიდელთა მიერ გადახდილ თანხაზე ორჯერ მეტი ეღირება“, - აცხადებს ფაბრიციო რომანო.

ცნობილი სატრანსფერი ექსპერტის სიას რაც შეეხება, ის ასე გამოიყურება:

1) ჟოაუ ნევეში - ბენფიკადან პარი სენ-ჟერმენში

2) ვილიან ესტევაუ - პალმეირასიდან ჩელსიში

3) გიორგი მამარდაშვილი - ვალენსიადან ლივერპულში

4) სავინიო - ტრუადან სიტიში

5) იან მაატსენი - ჩელსიდან ასტონ ვილაში

6) იან კუტო - სიტიდან დორტმუნდში (იჯარა)

7) ნიკო პასი - რეალიდან კომოში

8) ნუსაირ მაზრაუი - ბაიერნიდან მანჩესტერ იუნაიტედში

9) იასერ ასპრილია - უოტფორდიდან ჟირონაში

10) დეზირე დუე - რენიდან პარი სენ-ჟერმენში

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
რეალის ექსმეკარე და ორი მსოფლიო ჩემპიონი | ტოპ-5 თავისუფალი აგენტი
რეალის ექსმეკარე და ორი მსოფლიო ჩემპიონი | ტოპ-5 თავისუფალი აგენტი