გიორგი მიქაუტაძე
Aa
Aa

მიქაუტაძის დაბალი რეალიზაცია პრობლემა იყო - The Guardian-ის კრიტიკა ქართველ ფორვარდს

„37 გოლი 9 შეხვედრაში და მხოლოდ ერთი ფრე, ლიგა 1 კილიან მბაპეს გარეშეც მშვენიერია“ - ასეთი შესავლით იწყება ცნობილი ბრიტანული გამოცემა The Guardian-ის ვრცელი სტატია საფრანგეთის ჩემპიონატის მესამე ტურზე, რომელშიც თითოეული მატჩია განხილული და ქართველი გულშემატკივრებისთვის რამდენადაც სამწუხარო არ უნდა იყოს, „ლიონის“ თამაშის გარჩევისას, გიორგი მიქაუტაძის მისამართით სერიოზული კრიტიკაა გამოთქმული და იმ ფაქტს, რომ „ოლიმპიკი“ კიდევ ერთი მარცხის სერიოზული საშიშროების წინაშე იდგა, 23 წლის ქართველ ფორვარდს აბრალებენ.

რას წერენ მიქაუტაძეზე

ლიონელები მატჩის უდიდესი ნაწილი დომინირებდნენ, მაგრამ მათი ვარსკვლავური ახალწვეულის, გიორგი მიქაუტაძის მიერ საგოლე მომენტების გამოუყენებლობამ და სტუმართა კიპერის კარლ-იოჰან იონსონის საოცარმა ასპარეზობამ, რომელმაც რვა სეივი შემოგვთავაზა, „ოლიმპიკი“ ქულების კიდევ ერთხელ დაკარგვის საფრთხის წინაშე დააყენა.

სწორედ ამ დროს, პიერ საჟმა გაბედული გადაწყვეტილება მიიღო და მიქაუტაძე თამაშიდან მოხსნა. ქართველის ნაცვლად შემოსულმა ბელგიელმა მალიკ ფოფანამ და დუბლის ავტორმა გიფტ ორბანმა კი მასპინძლებს გამარჯვება მოუტანეს. სხვათა შორის ორივე ეს ფეხბურთელი რონისპირელებმა ბელგიიდან წამოიყვანეს და მათ დაამტკიცეს, რომ უფრო მეტი შანსის მიცემას იმსახურებდნენ.

შეგახსენებთ, რომ გიორგი მიქაუტაძეს ჯერ „ლიონის“ შემადგენლობაში არც ერთი გოლი არ აქვს გატანილი. ამჟამად ის საქართველოს ნაკრების შემადგენლობაში ერთა ლიგის მატჩებისთვის ემზადება, ლიგა 1-ის მომდევნო ტურში კი, „ლიონი“ 15 სექტემბერს, სტუმრად „ლანსთან“ ითამაშებს.

მსგავსი სიახლეები

ასევე დაგაინტერესებთ
„რთული საღამო ჰქონდა“ | რას წერენ ფრანგულ პრესაში მიქაუტაძის თამაშზე
„რთული საღამო ჰქონდა“ | რას წერენ ფრანგულ პრესაში მიქაუტაძის თამაშზე