ლევან შენგელია
Aa
Aa

“დამირეკეს და ყველაფერი ამიხსნეს“ - შენგელია ნაკრებში არყოფნაზე

7 სექტემბერს ჩეხეთთან საშინაო და 10 სექტემბერს ალბანეთთან საგარეო მატჩებამდე რამდენიმე დღით ადრე გამართულ პრეს კონფერენციაზე, საქართველოს ეროვნული ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა ვილი სანიოლმა აღნიშნა, რომ ირაკლი აზაროვი გუნდში იმის გამო დააბრუნა, რომ მომავალ მატჩებში ლევან შენგელია დააკლდება. იქიდან გამომდინარე, რომ „ოფის“ ნახევარმცველის არყოფნას ის დანაკლისად აღიქვამს, ცხადი ხდება, რომ ოპტიმალურ ფორმაში შესვლის შემდეგ, შენგელიას დახმარების იმედი კვლავაც ექნება. სწორედ ამ თემით დაიწყო ლევანმა Crystalsport-ისთვის მიცემულ ინტერვიუში საუბარი და ბუნებრივია შთაბეჭდილებები ახალ კლუბზეც გაგვიზიარა, რომლის რიგებშიც სადებიუტო ბურთი რამდენიმე დღის წინ, „ვოლოსის“ კარში გაიტანა.

ლევან შენგელია

პირადად ვილი სანიოლთან არ მისაუბრია, მაგრამ სამწვრთნელო შტაბის ერთ-ერთი წევრი დამიკავშირდა და ამიხსნა, რომ რადგანაც საკლუბო დონეზე სათამაშო პრაქტიკის მიღებას ჩეხებთან მატჩამდე ვერ ვასწრებდი, ჩემი გამოძახების შანსები მცირე იყო. ბუნებრივია, როგორც ყველა ქართველს, მეც სულ მსურს ნაკრებში თამაში, მაგრამ ხანდახან ასეთი გარემოებები არ იძლევა ამის საშუალებას, მე კი მადლიერი ვარ, რომ ყველაფერი გასაგებად განმიმარტეს.

რა თქმა უნდა მომავალ მატჩებში ყველა მოგებას ველოდებით, მაგრამ ძალიან რთული თამაშები იქნება. ორივე ძლიერი და გამოცდილი მეტოქეა და ბოლო პერიოდში ალბანეთიც რთულად დასამარცხებელ ნაკრებად იქცა. თუმცა, ის მუხტი, თავდაჯერებულობა და სათამაშო ხარისხი, რაც ევროპის ჩემპიონატიდან მოგვყვება, ამ ორივე დაპირისპირებაში სამი ქულის დაგეგმვის საშუალებას გვაძლევს.

გოლი ფეხბურთელისთვის მუდამ განსაკუთრებული მოტივაციისა და სტიმულის მიმცემია და კიდევ უფრო კარგი ხდება, როდესაც გუნდი იმარჯვებს. მთავარ მწვრთნელს კონკრეტულად არაფერი უთქვამს, მაგრამ ის ფაქტი, რომ ორი კვირის მისულს და მომზადებაგაუვლელ ფეხბურთელს ძირითადში მომცა ასპარეზობის საშუალება, ჩემთვის მრავლისმეტყველი ფაქტია.

ოფი ძალიან კარგია, რომელსაც განსწავლული სპეციალისტი ამზადებს და მიზნად გვაქვს, რომ პლეი ოფის ზედა ნაწილში დავიმკვიდროთ ადგილი. პირადად ჩემთვის მნიშვნელოვანია ის ფაქტი, რომ არამხოლოდ შედეგის მიღწევაზე, არამედ ლამაზ და სანახაობრივ ფეხბურთზე კეთდება აქცენტი.

28 წლის ლევან შენგელიას კარიერის მანძილზე გორის „დილაში“, ქუთაისის „ტორპედოში“, ფოთის „კოლხეთში“, „ტუბიცეში“, „დაეჟონში“, „დინამო თბილისში“, „ქონიასპორში“, „ლეუვენსა“ და „პანეტოლიკოსში“ უთამაშია. საქართველოს ეროვნულ ნაკრებში გამართულ 17 მატჩში კი მის ანგარიშზე 1 გოლი და 4 საგოლე პასია.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
ოფიციალურად | ლევან შენგელია ოფი-ში გადავიდა
ოფიციალურად | ლევან შენგელია ოფი-ში გადავიდა