ოფიციალურად - საბა კვერკველია თბილისის დინამოს ფეხბურთელია
საუდის არაბეთის დატოვების შემდეგ, საბა კვერკველია უგუნდოდ იყო დარჩენილი. დღეს კი ცნობილი გახდა, რომ ჯვაროსნების უკანახაზელი კარიერას თბილისის დინამოში გააგრძელებს.
ამის შესახებ ინფორმაცია თბილისური კლუბის ოფიციალურმა ვებ-გვერდმა გაავრცელა. ოფიციალურ განცხადებაში წერია:
„საქართველოს ეროვნული ნაკრების წევრმა დინამო თბილისთან კონტრაქტი წლის ბოლომდე გააფორმა.“
შეგახსენებთ, რომ სხვადასხვა დროს კვერკველია რუბინში, ლოკომოტივში, როტორში, მეტალისტი 1925-ში, ნეფტეხიმიკში, ბაქოში და ალ ახდუდში თამაშობდა.
ასევე გეტყვით, თბილისის დინამო Crystalbet ეროვნულ ლიგაში 24 ტურის შემდეგ, 26 ქულით მე-7 ადგილზე იმყოფება. ლიდერ გორის დილას კი 21 ქულით ჩამორჩება.