გურამ თუშიშვილი, ირაკლი ცირეკიძე
Aa
Aa

„ასეთ სასჯელს არ ველოდით“ - ცირეკიძე თუშიშვილის დისკვალიფიკაციაზე

გურამ თუშიშვილის 6-თვიან დისკვალიფიკაციას, რომელიც ძიუდოს საერთაშორისო ფედერაციამ პარიზის ოლიმპიურ თამაშებზე გამართულ მეოთხედფინალში მომხდარი ინციდენტის გამო დასაჯა, არაერთგვაროვანი გამოხმაურება მოჰყვა. საქართველოს ძიუდოისტთა ნაკრების მთავარი მწვრთნელის ასისტენტმა და 2008 წლის პეკინის ოლიმპიადის გამარჯვებულმა ირაკლი ცირეკიძემ Crystalsport-თან საუბარში IJF-ის გადაწყვეტილება შეაფასა.

რას ამბობს ცირეკიძე

სიმართლე გითხრათ, ასეთ მკაცრ გადაწყვეტილებას არ ველოდი და ვფიქრობდი, რომ სპეციალური კომისია გურამ თუშიშვილს უფრო მეტად აღარ დასჯიდა და ოლიმპიადიდან მოხსნით დაკმაყოფილდებოდა.

თავად ტედი რინერმაც განაცხადა, ყოველ შემთხვევაში ფრანგულ სპორტულ ვებ-გვერდებზე მისი კომენტარი გავრცელდა, სადაც ის ამბობდა, რომ მის საქციელს წინაპირობად გორში მომხდარი ინციდენტი ჰქონდა. ანუ, ეს ფრანგის მხრიდან ერთგვარი აღიარება იყო, რომ არასპორტულად ისიც მოიქცა და შესაბამისად დამნაშავე ისიც იყო - აქედან გამომდინარე, თუშიშვილი ასე არ უნდა დასჯილიყო.

ვიცი, რომ ფსიქოლოგიურად და სპორტულადაც რთულია ამდენხნიანი პაუზის შემდეგ სათანადო განწყობის შექმნა, მაგრამ თუშიშვილის ხასიათი და მისი შესაძლებლობები მაძლევს იმის თქმის საფუძველს, რომ ის ძლიერი დაგვიბრუნდება. თანაც წელს დიდი ტურნირები აღარ დარჩა და წესით, 2025 წლისთვის მწყობრში უნდა იყოს.

ასე გადაჭრით ვერ ვიტყვი, რომ გურამის არყოფნაში მძიმე წონაში აქცენტი გელა ზაალიშვილზე გაკეთდება, რადგან ჩვენი სამწვრთნელო შტაბი აბსოლუტურად ყველა სპორტსმენს აკვირდება და როგორცკი ვინმე თავს გამოიჩენს, რომელიმე სპორტსმენის დისკვალიფიკაციის გარეშეც მიეცემათ ტატამიზე გასვლის საშუალება.

შეგახსენებთ, რომ თუშიშვილის დისკვალიფიკაცია უკვე ძალაშია შესული და ის ძიუდოს 2025 წლის თებერვალში დაუბრუნდება. სხვა ქართველ ძიუდოისტებს კი მიმდინარე წელს ზაგრებისა და აბუ დაბის ტურნირებზე ვიხილავთ.

მსგავსი სიახლეები

ასევე დაგაინტერესებთ
საპრეზიდენტო არჩევნების თარიღი ცნობილია - ძიუდოს სამყარო 28 სექტემბერს შეიკრიბება
საპრეზიდენტო არჩევნების თარიღი ცნობილია - ძიუდოს სამყარო 28 სექტემბერს შეიკრიბება