ვიქტორ ოსიმენი, გალათასარაი
Aa
Aa

გადავა თუა არა ოსიმენი გალათასარაიში? ახალი ცნობები ნაპოლის ფორვარდის ტრანსფერზე

გასულ კვირას ოსიმენის ტრანსფერთან დაკავშირებით იტალიურ პრესაში უამრავი ურთიერთგამომრიცხავი ინფორმაცია გავრცელდა.

იტალიელი ინსაიდერის, ფაბრიციო რომანოს ცნობით, ოსიმენი კამპანიურმა კლუბმა სერია A-ს წლევანდელი სეზონის განაცხადიდან ამოიღო.

30 აგვისტოს ნეაპოლში ლონდონის „ჩელსის“ წარმომადგენლები იყვნენ ჩასულები, მაგრამ ამ ვიზიტმა სათანადო შედეგი ვერ გამოიღო და მოლაპარაკებები უშედეგოდ დასრულდა.

ცნობილი ჟურნალისტის, ფაბრის ჰოკინსის ინფორმაციით, „ჩელსიმ“ ოსიმენს, ხელფასის სახით, კვირაში 155 000 ევრო შესთავაზა, მაგრამ მისგან უარი მიიღო.

როგორც Sky Sport Italia და Corriere dello Sport-ის ცნობით, ამჟამად „ნაპოლი“ ვიქტორ ოსიმენის იჯარის შესახებ „გალათასარაისთან“ მოლაპარაკებებს მართავს.

თუ შეთანხმება შედგა, მედიის ცნობით, ნიგერიელს ხელფასის მნიშვნელოვანი ნაწილის გაყოფა მოუწევს- საუბარია 10 მილიონ ევროზე სეზონის განმავლობაში.

თურქეთში სატრანსფერო ფანჯარა 13 სექტემბრამდე ღიაა. ამრიგად შეთანხმების მისაღწევად საკმარისი დროა დარჩენილი. თან იმ ფაქტის გათვალისწინებით, რომ ოსიმენს ბევრი ვარიანტი არ აქვს.

„გალათასარაის“ ახალი ცენტრალური თავდამსხმელი მას შემდეგ დასჭირდა, რაც „ინტერის“ ყოფილმა ფორვარდმა, მაურო იკარდიმ სერიოზული ტრავმა მიიღო, რის გამოც ის სულ მცირე 1 თვეს ვერ ითამაშებს.

მსგავსი სიახლეები

ასევე დაგაინტერესებთ
კონტე: “ძალიან რთული მატჩი გამოვიდა, ბედნიერი ვარ“
კონტე: “ძალიან რთული მატჩი გამოვიდა, ბედნიერი ვარ“