კვალიფიკაცია მოიგო - ფურცელაძე სტამბოლის ჩელენჯერზე ითამაშებს
სტამბოლის ჩელენჯერის საკვალიფიკაციო ეტაპის ფინალში საბა ფურცელაძე მოლდოველ ილია სნიტარის დაუპირისპირდა და ორ სეტში 6:4 6:3 დაამარცხა. ამ გამარჯვების შემდეგ, ქართველი ჩოგბურთელი ჩელენჯერის ძირითად ბადეში იასპარეზებს.
პირველი სეტი საბამ კარგად დაიწყო და მესამე გეიმში ბრეიკი შეასრულა, თუმცა მოლოდველმა უმალ უკუბრეიკით უპასუხა და წონასწორობა აღადგინა. ამის შემდეგ, მოთამაშეები საკუთარ ჩაწოდებაზე კარგად თამაშობდნენ, მაგრამ მეცხრე გეიმში საბამ კვლავ ბრეიკი შეასრულა, წინ გავიდა და სეტზე წარმატებულად ჩააწოდა.
მეორე სეტში ფურცელაძე კიდევ უფრო მეტად გააქტიურდა და მოწინააღმდეგის სამი ჩაწოდება მოიგო. სნიტარიმ კი მხოლოდ 1 ბრეიკი შეასრულა, მაგრამ ეს საკმარისი არ იყო.
ცნობისთვის, სტამბოლის ჩელენჯერის საპრიზო ფონდი 82 000 დოლარი გახლავთ. შეგახსენებთ, რომ მიმდინარე წელს საბა ფურცელაძეს უკვე ჰქონდა ერთი წარმატებული ჩელენჯერი.
ქართველი ჩოგბურთელი ივლისში ასტანას ჩელენჯერის ფინალში გავიდა, მაგრამ ბულგარელ დიმიტარ კუზმანოვს ვერ აჯობა და დამარცხდა.