ჭიდაობა, ანრი ხოზრევანიძე, თორნიკე მიქელაძე
Aa
Aa

ანრი ხოზრევანიძე და თორნიკე მიქელაძე მსოფლიოს 20-წლამდელთა პირველობის ნახევარფინალში გავიდნენ

ანრი ხოზრევანიძე (63 კგ) და თორნიკე მიქელაძე (77 კგ) მსოფლიოს 20-წლამდელთა პირველობაზე ნახევარფინალში გავიდნენ.

ჭიდაობის ეროვნული ფედერაციის ინფორმაციით, მეოთხედფინალში ხოზრევანიძემ სამხრეთკორეელი ბიეონგი სეო დაამარცხა. მიქელაძემ კი ინდოელ ნიშან ფოგანტს აჯობა აშკარა უპირატესობით (8:0).

ნახევარფინალები საქართველოს დროით, 20:00 საათზე დაიწყება.

ხოზრევანიძე ნეიტრალური ათლეტის რანგში მოჭიდავე რუსეთის ნაკრების წევრ ერზუ ზაკრიევს დაუპირისპირდება, ხოლო მიქელაძე - ირანელ ალირეზა აბდევალის.

დღესვე, საქართველოს სახელით მსოფლიო კონკურენციაში გიორგი კოჩალიძე (55 კგ), აჩიკო ბოლქვაძე (87 კგ) და საბა ჩილაშვილიც (130 კგ) ჩაებნენ.

კოჩალიძე და ჩილაშვილი მეოთხედფინალში დამარცხდნენ, ბოლქვაძე - მერვედფინალში.

კოჩალიძე და ბოლქვაძე ბრინჯაოს მედლისთვის ბრძოლის გაგრძელების შანსს ინარჩუნებენ. რეპეშაჟში იმ შემთხვევაში გადაერთვებიან, თუკი მათი მძლეველები ნახევარფინალშიც იმარჯვებენ.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
მაინც „ნისლიანი ალბიონი
მაინც „ნისლიანი ალბიონი"? - „ჩელსის" კონკურენტი გამოუჩნდა