ნიურნბერგის ფეხბურთელს ფიზიკურად გაუსწორდნენ. მიზეზი ბაიერნის მაისური გახდა
„ნიურნბერგის“ ფეხბურთელს, ნიკლას ზომერს, რომელიც კლუბს 2023 წელს შეუერთდა, გულშემატკივრები ფიზიკურად გაუსწორდნენ.
მიზეზი ის გახდა, რომ 26 წლის მცველმა, რომელიც ამავდროულად ინფლუენსერია, სოციალურ ქსელში „ბაიერნის“ მაისურში გადაღებული ფოტო გამოაქვეყნა, რომელიც რამდენიმე საათის შემდეგ წაშალა.
ამ საქციელმა კლუბის გულშემატკივრების კრიტიკა და აღშფოთება გამოიწვია. შაბათს, „მაგდებურგთან“ მატჩის დროს, ფანები ზომერს ბანერებით დახვდნენ, რომლებშიც ისინი ფეხბურთელს შეურაცხმყოფელი ეპითეტებით მოიხსენიებდნენ.
მეორე დღეს „ნიურნბერგმა“ გაავრცელა ინფორმაცია, რომ ზომერს თავს დაესხნენ. კლუბის მიერ გავრცელებული განცხადების თანახმად, მას სახლისკენ მიმავალ გზაზე ჩაუსაფრდნენ.
Niklas Wilson Sommer wurde von Nürnberg Fans angegriffen weil er ein Insta Bild in einem Bayern Trikot gepostet hat #willy #nürnberg pic.twitter.com/ReWvH182Cj
— Sin Goku (@trinkwasserbro) September 1, 2024
„კლუბი არასდროს დაუშვებს იმას, რომ მის მოთამაშეებზე ფიზიკური თავდასხმა განხორციელდეს და გმობს მსგავს ქმედებას. ეს აბსოლუტურად შეუსაბამოა „ნიურნბერგის“ ფასეულობებთან. პოლიციამ მომხდართან დაკავშირებით გამოძიება უკვე დაიწყო“, - აცხადებენ კლუბში.