რომა, მატს ჰუმელსი
Aa
Aa

ოფიციალურად - ჰუმელსი რომას ფეხბურთელია

ზაფხულის სატრანსფერო ფანჯრის დროს, რომამ დაცვის ხაზის გაძლიერებაზე იზრუნა და თავისუფალი აგენტი მარიო ერმოსო დაიმატა.

დანიელე დე როსი კიდევ ითხოვდა 1 მცველის მოყვანას და როგორც ჩანს მისი მოთხოვნა დაკმაყოფილდა. 

ჯალოროსიმ წარმატებით დაასრულა მატს ჰუმელსთან მოლაპარაკება, რომელიც ერმოსოს მსგავსად კლუბის გარეშე იყო დარჩენილი. ამის შესახებ ინფორმაციას, რომას ოფიციალური ვებ-გვერდი ავრცელებს. 

ვეტერანმა გერმანელმა რომასთან 1-წლიანი კონტრაქტი გააფორმა და სურვილის შემთხვევაში მათი თანამშრომლობა კიდევ ერთი წლით გაგრძელდება.

შეგახსენებთ, რომ ჰუმელსს არაერთი კლუბი დაუკავშირეს. თავდაპირველად მას ბოლონიაში წასვლას უწინასწარმეტყველებდნენ, მაგრამ შეთანხმება არ შედგა.

ასევე შეგახსენებთ, დორტმუნდის ბორუსიამ მატსთან კონტრაქტის გახანგრძლივება არ ისურვა და 30 ივნისის შემდეგ ის კლუბის გარეშე იყო დარჩენილი.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
ანჩელოტი: “ჩვენს საუკეთესო ვერსიას მალე იხილავთ“
ანჩელოტი: “ჩვენს საუკეთესო ვერსიას მალე იხილავთ“