35 მილიონი ევრო ტროსარისთვის - ალ იტიჰადის შეთავაზება არსენალს
ლეანდრო ტროსარი შესაძლოა საუდის არაბეთის ჩემპიონატში ვიხილოთ. როგორც Goal.com-ი წერს, 29 წლის ბელგიელი თავდამსხმელის სანაცვლოდ, ალ იტიჰადი „არსენალს“ 30 მილიონ ევროს სთავაზობს.
იტალიელი ინსაიდერის, ფაბრიციო რომანოს ცნობით კი, „მეთოფები“ ტროსარის გაყიდვას არ აპირებენ, რადგან მას საკვანძო მოთამაშედ მიიჩნევენ.
ტროსარი „არსენალში“ მიმდინარე წლის იანვარში, 21 მილიონი გირვანქა სტერლინგის სანაცვლოდ გადავიდა.
2023/2024 წლების სეზონზე, ტროსარმა ყველა ტურნირზე 46 მატჩი ჩაატარა, 17 გოლი გაიტანა და 2 ასისტი მიითვალა. Transfermarkt-ზე მისი სატრანსფერო ღირებულება სწორედ 35 მილიონი ევროა.