ტომას მიულერი, მიუნხენის ბაიერნი
Aa
Aa

ტომას მიულერი ბაიერნში ჩატარებული მატჩების რაოდენობით რეკორდსმენია

ტომას მიულერმა მიუნხენის „ბაიერნში“ ჩატარებული მატჩების რაოდენობით, ახალი რეკორდი დაამყარა.

გერმანელი შემტევის ანგარიშზე 710 მატჩია. მან ზეპ მაიერს გაუსწრო, რომელმაც „ბაიერნის“ შემადგენლობაში 709-ჯერ ითამაშა.

რეიტინგში მესამე ადგილს ოლივერ კანი (632 მატჩი) იკავებს, 613 მატჩით მეოთხე ადგილზე გერდ მიულერია, მეხუთეზე კი - ფრანც ბეკენბაუერი (584 მატჩი).

„ჩემს გუნდში ტომას მიულერი ყოველთვის ითამაშებს“ - განაცხადა თავის დროზე ჰოლანდიელმა სპეციალისტმა, ლუი ვან გაალმა.

მიულერმა საყვარელი მწვრთნელის რჩევა გაითვალისწინა და იმდენი ითამაშა, რომ რეკორდიც დაამყარა. მისი დებიუტიდან16 წელი გავიდა - პირველი მატჩი მან 2008 წლის აგვისტოში ჩაატარა.

რას ამბობენ მიულერზე:

კარლო ანჩელოტი: „ტომასი ატიპიური ფეხბურთელია. ის არაჩვეულებრივი ფორვარდია, თუმცა არატრადიციული უნარ-ჩვევების ნაკრებით. ჩვენ ველით, რომ დიდებული თავდამსხმელები უნდა გამოირჩეოდნენ ათლეტიზმით, ტექნიკით და კრეატიულობით უნდა გამოირჩეოდნენ. მისი ძლიერი მხარეები ტაქტიკურია. მას შეუძლია თამაში გამოიცნოს“.

იუპ ჰაინკესი: „ტომას მიულერო გერმანული ფეხბურთის ისტორიაში ყველაზე ექსტრაორდინარული ფეხბურთელია“.

ჰანს ფლიკი: „ტომასის სტილის გაგება ყოველთვის მარტივი არ არის. იმ თვისებების დათვლა, რომელსაც ის გუნდს აძლევს, შეუძლებელია. ქედს ვიხრი მისი კარიერული მიღწევების წინაშე - ის უნიკალურია. მეორე მისნაირი არასდროს აღარ იქნება“.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
კონტე: “ძალიან რთული მატჩი გამოვიდა, ბედნიერი ვარ“
კონტე: “ძალიან რთული მატჩი გამოვიდა, ბედნიერი ვარ“