მბაპე: “ვგრძნობდი, რომ ბურთი ჩემთან მოვიდოდა და გავიტანე“
ლა ლიგის მორიგ ტურში მადრიდის რეალმა ბეტისს უმასპინძლა და 2:0 დაამარცხა. ორივე გოლი კილიან მბაპემ გაიტანა. მატჩის დასრულების შემდეგ, ფრანგმა სუპერვარსკვლავმა კომენტარი გააკეთა.
რა თქვა მბაპემ?
„იმედი მქონდა, რომ ამ ლეგენდარულ და მსოფლიოში საუკეთესო სტადიონზე გავიტანდი გოლს, მაგრამ მთავარი გამარჯვება იყო. ლას პალმასის შემდეგ, რეაბილიტაცია გვჭირდებოდა. რთული შეხვედრა გამოვიდა, მაგრამ ჩვენ მადრიდის რეალი ვართ. ჩემი გოლი? ბრაჰიმი, როდრიგო და ვალვერდე იწყებენ მოქმედებას. არც კი ვიცი, როგორ ვთქვა ან აღვწერო ის მომენტი. ვიგრძენი, რომ ბურთი მომივიდოდა და გავიტანე.
ასეთი გამარჯვება გვჭირდებოდა. გულშემატკივრები უნდა გვენდობოდნენ, მაგრამ არ დაგავიწყდეთ, რომ ახლა სეზონის საწყისი ეტაპია და მომავალში ბევრად უკეთესები ვიქნებით. ჩამოსვლის დღიდან ბედნიერი ვარ. ხალხისგან დიდ სიყვარულს ვგრძნობ, მაშინაც კი, როცა გოლს ვერ ვიტან. ისინი მაძლევენ თავდაჯერებულობას, რომ ყველაფერი გავცე ამ კლუბისთვის. აქ ყოფნა ჩემი ახდენილი ოცნებაა და იმედი მაქვს უფრო მეტ გოლს გავიტან.“
შეგახსენებთ, რომ კილიან მბაპეს ლა ლიგაში გოლი არ ჰქონდა გატანილი და საკუთარი ანგარიში სწორედ ბეტისთან გახსნა.
ცნობისთვის, 4 ტურის შემდეგ, სამეფო კლუბს 8 ქულა აქვს და სატურნირო ცხრილში მეორე ადგილზე იმყოფება. პირველ პოზიციაზე მყოფ ბარსელონას 4 ქულით ჩამორჩება. შემდეგ ტურში რეალი სოსიედადს ესტუმრება.