ლივერპული, იურგენ კლოპი, არნე სლოტი
Aa
Aa

BBC: სლოტმა ლეგენდარული კლოპის ჩანაცვლების რთული ამოცანა გაამარტივა

არნე სლოტის პირველი შეხვედრა „მანჩესტერ იუნაიტედთან“, „ლივერპულის“ მწვრთნელის რანგში, მისთვის ყველაზე რთულ გამოცდად ითვლებოდა მას შემდეგ, რაც იურგენ კლოპი შეცვალა, თუმცა მას ჰქონდა ყველა პასუხი, რათა ეს ტესტი ჩაებარებინა. ამის შესახებ BBC წერს.

„წითელი ეშმაკები“ 0:3 დამარცხდნენ. ამრიგად, მერსისაიდელები ერთადერთი კლუბია ჩემპიონთა ლიგაზე, რომელსაც ჯერ არც ერთი წაგება არ აქვს.

რას წერს BBC:

„ჰოლანდიელმა სპეციალისტმა ისე გააკეთა, რომ ისეთი ლეგენდარული ფიგურის შეცვლა, როგორიც კლოპია, მარტივი ჩანდა. მისმა მშვიდმა, მოზომილმა მიდგომამ და მკვეთრმა ავტორიტეტმა სწრაფად დაამშვიდა გულშემატკივრების ნერვები“.

„სლოტმა პრემიერ ლიგა შესანიშნავი სტარტით დაიწყო, მაგრამ „ოლდ ტრაფორდზე“ გამარჯვებას ყველაზე დიდი წონა აქვს „ლივერპულის“ გულშემატკივრებისთვის. 3 მოგება გაშვებული გოლის გარეშე - ეს არის ის, რაც ნებისმიერ ახალ მწვრთნელს სჭირდება“.

არნე სლოტმა „ლივერპული“ მიმდინარე წლის მაისში ჩაიბარა. მანამდე ის „ფეიენოორდს“ წვრთნიდა.

სლოტმა ნიდერლანდური კლუბი კონფერენს ლიგის ფინალში გაყვანა, სადაც ჟოზე მოურინიოს რომასთან დამარცხდა. მან „ფეიენოორდს“ ნიდერლანდების ჩემპიონატი და ნიდერლანდების თასი მოაგებინა. იქამდე კი „ალკმაარსა„ და „კამბურს“ წვრთნიდა.

შეგახსენებთ, რომ იურგენ კლოპი ლივერპულის მწვრთნელი 2015 წელს გახდა და 9 წლის განმავლობაში 8 ტიტული მოიგო. მათ შორის, პრემიერ ლიგა და ჩემპიონთა ლიგა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
კვარა თანახმაა, ლოდინი სრულდება | ახალი ინფორმაცია ხვიჩას კონტრაქტზე
კვარა თანახმაა, ლოდინი სრულდება | ახალი ინფორმაცია ხვიჩას კონტრაქტზე