ილია თოფურია, მაქს ჰოლოუეი
Aa
Aa

„უცხოპლანეტელი მანქანაა“ | ილიას მწვრთნელი ელ მატადორსა და ჰოლოუეისთან ჩხუბზე

ილია თოფურიას მწვრთნელმა, ხორხე კლიმენტმა UFC-ის ქართველ ჩემპიონზე ისაუბრა. კლიმენტი მოახლოებულ ორთაბრძოლას გამოეხმაურა, რომელსაც „ელ მატადორი“ მაქს ჰოლოუეის წინააღმდეგ გამართავს.

„როგორ ემზადება ილია მაქსთან ჩხუბისთვის? თოფურია საუკეთესო ფორმაშია. ილია პასუხისმგებლობის გრძნობის მქონე ადამიანია და ყველა კომპონენტზე ვარჯიშობს, რომლებიც ჰოლოუეისთან ჩხუბისთვისაა საჭირო. ილია ყველა ასპექტში ბევრად მაღალ დონეზეა. საუბარი მაქვს, როგორც სტრაიკინგსა და ჯიუ-ჯიცუზე, ისე კლინჩსა და გრეპლინგზე. ის უცხოპლანეტელი მანქანაა და მასში ბოლომდე დარწმუნებული ვარ.

ილიასა და ისლამ მახაჩევის პოტენციური ჩხუბი? ჩემი აზრით, მახაჩევთან დაპირისპირება თოფურიასთვის ყველაზე რთული და მძიმე ჩხუბია, მაგრამ მჯერა, რომ ილიას მისი დამარცხება შეუძლია. წარმოიდგინეთ, რა მაგარი მომენტი იქნება, ქამარი რომ დაიცვას, მსუბუქი წონითი დივიზიონის ტიტული დაისაკუთროს, BMF-ის ქამარი ჰქონდეს და კარიერა ბედნიერმა დაასრულოს. ჩემი აზრით, შეიძლება, რომ ჰოლოუეის შემდეგ, თოფურიას მეტოქე მახაჩევი იყოს“.

შეგახსენებთ, რომ თოფურია მომდევნო ბრძოლას მაქს ჰოლოუეის წინააღმდეგ გამართავს და საჩემპიონო ქამრის შენარჩუნებას შეეცდება. მათი დაპირისპირება UFC 308-ის მთავარი მოვლენა იქნება, რომელსაც თბილისის დროით, 27 ოქტომბერს ვიხილავთ.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
სერია A-ში ბრწყინვალე დებიუტის შემდეგ სანიოლმა გოგლიჩიძე გამოიძახა
სერია A-ში ბრწყინვალე დებიუტის შემდეგ სანიოლმა გოგლიჩიძე გამოიძახა