მანჩესტერ იუნაიტედი, ერიკ ტენ ჰაგი
Aa
Aa

ერიკ ტენ ჰაგმა „მანჩესტერ იუნაიტედის“ ყველა დროის ანტირეკორდი დაამყარა

გუშინ პრემიერ ლიგის მე-3 ტურის მატჩი გაიმართა, რომელშიც ერთმანეთს „მანჩესტერ იუნაიტედი“ და „ლივერპული“ დაუპირისპირდნენ.

„წითელი ეშმაკები“ 0:3 დამარცხდნენ, ამის გამო კი, ერიკ ტენ ჰაგი კლუბის მწვრთნელებს შორის ანტირეკორდი დაამყარა.

პრემიერ ლიგის 3 სასტარტო ტურში ეს „მანჩესტერ იუნაიტედის“ მეორე მარცხია. ტენ ჰაგის ხელმძღვანელობით, კლუბმა 3 სასტარტო ტურიდან ორი 2022/2023 წლების სეზონშიც წააგო. ამრიგად, ტენ ჰაგი გახდა პირველი მწვრთნელი „მანჩესტერ იუნაიტედის“ ისტორიაში, რომელმაც მსგავსი შედეგი აჩვენა.

„ლივერპულთან“ მარცხის შემდეგ, ნიდერლანდელმა სპეციალისტმა განაცხადა: „ჰარი პოტერი არ ვარ“.

შეგახსენებთ, რომ მანჩესტერ იუნაიტედმა ერიკ ტენ ჰაგის ხელმძღვანელობით 117 მატჩი გამართა, საიდანაც 67 მოიგო, 18 წააგო და 32 ფრედ დაასრულა. ნიდერლანდელმა წითელ ეშმაკებთან ერთად FA Cup და EFL Cup მოიგო.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
მამარდაშვილი ტოპ 20-ში ვერ მოხვდა | საუკეთესო ტრანსფერები The Score-ის მიხედვით
მამარდაშვილი ტოპ 20-ში ვერ მოხვდა | საუკეთესო ტრანსფერები The Score-ის მიხედვით