ხვიჩა კვარაცხელია, ფაბიო კაპელო
Aa
Aa

„გუნდისთვის ეს მნიშვნელოვანია“ | რა თქვა კაპელომ კვარაცხელიაზე

ლეგენდარულმა იტალიელმა მთავარმა მწვრთნელმა, ფაბიო კაპელომ ხვიჩა კვარაცხელიაზე ისაუბრა. საფეხბურთო გადაცემა Sky Calcio Club-ში სტუმრობისას, კაპელომ „პარმასთან“ გამართულ მატჩზე გაამახვილა ყურადღება და ქართველი გარემარბი შეაქო.

„კვარაცხელია მთელი შეხვედრის განმავლობაში დარბოდა და მეტოქეებს დასდევდა. გამიკვირდა, ასეთი სულისკვეთება რომ გამოავლინა და გუნდისთვის გარდამტეხია, როცა მნიშვნელოვანი ფეხბურთელები თავიანთ ხასიათს აჩვენებენ. თუ გუნდის საუკეთესო ფეხბურთელი ვარ და ასე დავრბივარ, ამით ყველა თანაგუნდელს მაგალითს ვაძლევ“.

ცნობისთვის, „პარმასთან“ მატჩში კვარაცხელია ერთ-ერთი საუკეთესო იყო. ხვიჩამ მეტოქის კარისკენ 11-ჯერ დაარტყა და 4 საკვანძო პასი გააკეთა. „პარტენოპეიმ“ ბოლო წუთებზე გატანილი გოლებით იმარჯვა. მეორე დამატებულ წუთზე, თავი რომელუ ლუკაკუმ გამოიჩინა, 5 წუთში კი ანდრე-ფრანკ ზამბო ანგისამ საბოლოო ანგარიში დააფიქსირა - 2:1.

სერია A-ს საწყის სამ ტურში „კვარას“ აქტივში გოლი და საგოლე პასია, „ნაპოლის“ კი 6 ქულა აქვს. ნეაპოლელები სატურნირო ცხრილის მე-5 ადგილს იკავებენ და მომდევნო მატჩი 15 სექტემბერს, „კალიარისთან“ ელით.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
ზოგჯერ ვჩხუბობდით, მისთვის ჩემი კარი ყოველთვის ღიაა - სანიოლი ხოჭოლავაზე
ზოგჯერ ვჩხუბობდით, მისთვის ჩემი კარი ყოველთვის ღიაა - სანიოლი ხოჭოლავაზე