ზურიკო დავითაშვილი, ოლივიე დალ\\\'ოლიო
Aa
Aa

შარშანდელის აჩრდილიც არ არის - დავითაშვილს აკრიტიკებენ

ზაფხულის სატრანსფერო ფანჯრის დროს „ბორდოდან“ 6 მილიონ ევროდ დამატებული ზურიკო დავითაშვილი „სენტ ეტიენში“ მასზე გაცემულ ავანსებს ჯერჯერობით აშკარად ვერ ამართლებს. რა თქმა უნდა, მხოლოდ ზურიკო ყველაფერში დამნაშავე არ გახლავთ და მთლიანად გუნდია კრიზისში, მაგრამ როდესაც კლუბს გატანილი გოლების გრაფაში ნული უწერია, ბუნებრივია განსაკუთრებული კრიტიკა სწორედ შემტევებზე მოდის. სწორედ ამაზე იყო გამახვილებული ყურადღება ერთ-ერთ ფრანგულ გამოცემაში გამოქვეყნებულ სტატიაში.

რას წერენ ზურიკოზე

ფეხბურთელი, რომელიც გასულ სეზონში საფრანგეთის ლიგა 2-ში 17 გოლში (8 გოლი, 9 საგოლე პასი) უშუალო მონაწილეობას იღებდა, წლევანდელ სეზონში შარშანდელის აჩრდილია და ვერც ის და ვერც მისი თანაგუნდელები ჯერჯერობით ბურთის გატანას ვერ ახერხებენ.

ოლივიე დალ’ოლიო ცდილობს მას სასურველი პოზიცია მოუძებნოს და კითხვაზე, თუ რატომ არ ცვლის ზურიკოს არასოდეს, ასეთი პასუხი აქვს, რომ ის არის ფეხბურთელი, რომელსაც შეტევაში ბურთის კარგად დაჭერა ეხერხება, რაც მისი ტაქტიკური სქემის სრულყოფისთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია.

უახლოეს დღეებში დავითაშვილი და მისი თანამემამულე გიორგი მიქაუტაძე, რომელსაც ახალ გუნდში კარგი სტარტი ასევე არ აქვს, საქართველოს ეროვნულ გუნდს შეუერთდებიან და საკლუბოდან სანაკრებო ფეხბურთზე გადაერთვებიან.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
აზაროვი დაბრუნდა - ორი დებიუტანტი ნაკრების შემადგენლობაში
აზაროვი დაბრუნდა - ორი დებიუტანტი ნაკრების შემადგენლობაში