ზოგჯერ ვჩხუბობდით, მისთვის ჩემი კარი ყოველთვის ღიაა - სანიოლი ხოჭოლავაზე
საქართველოს ეროვნული ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა ვილი სანიოლმა CrystalSport-თან ვრცელ ინტერვიუში არაერთ საინტერესო თემაზე ისაუბრა. მათ შორის დავით ხოჭოლავასთან მუშაობის პერიოდი გაიხსენა. შეგახსენებთ, ხოჭოლავამ ტრავმის გამო კარიერა ნაადრევად გასულ ზაფხულში დაასრულა.
ვილი სანიოლი:„ჩვენ დიდი ხანი ვსაუბრობდით ხოლმე და თავიდან ცოტას ვჩხუბობდით. რადგან როდესაც მე ნაკრებში მივედი, საკუთარ თავს ვეკითხებოდი იყო თუ არა ის ნამდვილად მოტივირებული, რომ აქ ყოფილიყო. შემეძლო დამენახა, რომ ის ძალიან კარგი ცენტრალური მცველი იყო. შემეძლო დამენახა, რომ მე დიდი დახმარება დამჭირდებოდა მისგან, მაგრამ დასაწყისში მქონდა რამდენიმე ეჭვი მის ინვესტიციაზე ეროვნული ნაკრების მიმართ. ამიტომ ჩვენ ბევრი ვისაუბრეთ და ზოგჯერ ვჩხუბობდით კიდეც, მაგრამ როგორღაც იპოვა თავისი გზა, ახალი მოტივაცია ჩვენთან თამაშისთვის. მე ბედნიერი ვიყავი.
მახსოვს მისი ერთა ლიგა. მან ივნისში ოთხი თამაში ითამაშა. ის ერთადერთი იყო, ვინც ოთხჯერ ითამაშა 90 წუთი. ასე რომ, ეს ძალიან ბევრს ამბობს ჩემს ნდობაზე მის მიმართ. შემდეგ მას მუხლის ტრავმის გამო უნდა შეეწყვიტა თამაში. მეც ზუსტად იგივე ასაკის, 31 წლის ვიყავი, როდესაც ზუსტად იგივე ტრავმა მივიღე, მაგრამ ჩვენ ბევრი რამ გავიარეთ ერთად. მან უნდა იცოდეს, რომ ჩემი კარი მისთვის ყოველთვის ღიაა. თუ ერთ დღეს რაიმე დასჭირდება, მე ყოველთვის აქ ვიქნები. მე ვფიქრობ, რომ მისი შინაგანი სამყარო ძალიან საინტერესოა. ის ნამდვილად კარგი ადამიანია. როგორც ვთქვი, თუ ის ერთ დღეს მოისურვებს და მენეჯერის კარიერას დაიწყებს, მე ძალიან ბედნიერი ვიქნები, მას თუ დავეხმარები''.
ინტერვიუ სრულად
შეგახსენებთ, სექტემბრის სანაკრებო პაუზისას საქართველოს ეროვნული გუნდი ერთა ლიგის ორ მატჩს გამართავს. 7 სექტემბერს, „მიხეილ მესხზე'' ჩეხეთს მიიღებს. 10 სექტემბერს, ტირანაში, საქართველოს ნაკრების მეტოქე ალბანეთი იქნება.
მასალაში გამოყენებულია სფფ-ის პრესსამსახურის ფოტო