გიორგი ნატროშვილი
Aa
Aa

8 მედალი საერთაშორისო ტურნირზე - მოკრივეების წარმატება

ქართველმა მოკრივეებმა სერბეთში გამართული Golden Glove-ის 42-ე საერთაშორისო ტურნირი 1 ოქროს, 2 ვერცხლისა და 5 ბრინჯაოს მედლით დაასრულეს. საუკეთესო შედეგი ჩვენი ქვეყნის ახალგაზრდული ნაკრების კაპიტანმა, გიორგი ნატროშვილმა (75 კგ) აჩვენა, რომელმაც ფინალამდე რუს ტამერლან შეოზევსა და ბელარუს ანდრეი მაცკევიჩს აჯობა, გადამწყვეტ შეხვედრაში კი აზერბაიჯანელ აბასგული შადლინსკიზე ძლიერი აღმოჩნდა და ჩემპიონი გახდა.

ოქროს მედლამდე ერთი ნაბიჯი დააკლდათ სამველ კაზარიანსა (80 კგ) და თემურ მორგოშიას (92 კგ). კაზარიანმა მეოთხედფინალსა და ნახევარფინალში ყაზახ დანიელ იესკელდისა და მონტენეგროელ ფილიპ კლეპოს მოუგო, ფინალში კი ბელარუს კირილ ჰარბანცენკასთან დამარცხდა. რაც შეეხება მორგოშიას, მან ბელარუსის წარმომადგენელ სტანისლავ ჟულიანინთან გამარჯვებით ფინალის საგზური მოიპოვა, მაგრამ გადამწყვეტ შეხვედრაში რუს ილია სტუპნიკოვთან წააგო.

ბრინჯაოს მედლის მფლობელები მიხეილ გვასალია (48 კგ), რაგიმ მამედოვი (51 კგ), დავით მუშკუდიანი (57 კგ), ტიმოთე გვათუა (71 კგ) და ნიკიტა ბარამიძე (80 კგ) გახდნენ.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
ჩემპიონი და რვა პრიზიორი - ქართველი მოკრივეების წარმატება ევროპის ჩემპიონატზე
ჩემპიონი და რვა პრიზიორი - ქართველი მოკრივეების წარმატება ევროპის ჩემპიონატზე