საბა გოგლიჩიძე
Aa
Aa

სერია A-ში ბრწყინვალე დებიუტის შემდეგ სანიოლმა გოგლიჩიძე გამოიძახა

საქართველოს ეროვნული ნაკრები UEFA-ს ერთა ლიგის 2024/25 წლის სეზონის გათამაშებისთვის მზადებას 24 ფეხბურთელი დაიწყებს. ეროვნულ გუნდში სექტემბრის მატჩებისთვის გამოძახებულ ფეხბურთელთა სიას იტალიური „ემპოლისა'' და საქართველოს 21-წლამდე ნაკრების მცველი საბა გოგლიჩიძე დაემატა. სექტემბრის შეკრებაზე შოთა ნონიკაშვილთან და ლუკა გადრათან ერთად ნაკრების მესამე დებიუტანტი იქნება.

იტალიის სერია A-ში საბა გოგლიჩიძის დებიუტი გუშინ „ბოლონიასთან'' შედგა, „ემპოლის’’ მთავარმა მწვრთნელმა რობერტო დ’ავერსამ 20 წლის ქართველი ცენტრალური მცველი სასტარტოში შეუცვლელად ათამაშა. საბამ ძალიან კარგი შთაბეჭდილება დატოვა. მით უმეტეს, რომ იტალიის ჩემპიონატში ეს მისი პირველი მატჩი იყო.

მეკარე: გიორგი მამარდაშვილი (ვალენსია, ესპანეთი), გიორგი ლორია (ომონია არადიპუ, კვიპროსი), ლუკა გუგეშაშვილი (პანსერაიკოსი, საბერძნეთი)

მცველები: გურამ კაშია (სლოვანი, სლოვაკეთი), ოთარ კაკაბაძე (კრაკოვია, პოლონეთი), გიორგი გველესიანი (პერსეპოლისი, ირანი), ლაშა დვალი (აპოელი, კვიპროსი), ლუკა ლოჩოშვილი (კრემონეზე, იტალია), გიორგი გოჩოლეიშვილი (კოპენჰაგენი, დანია), ირაკლი აზაროვი (შახტარი, უკრაინა), ლუკა გადრანი (კაირათი, ყაზახეთი), საბა გოგლიჩიძე (ემპოლი, იტალია), ჯიმი ტაბიძე (დინამო მახაჩყალა, რუსეთი)

ნახევარმცველები: გიორგი ჩაკვეტაძე (უოტფორდი, ინგლისი), ოთარ კიტეიშვილი (შტურმი, ავსტრია), გიორგი ქოჩორაშვილი (ლევანტე, ესპანეთი), სანდრო ალთუნაშვილი (ვოლფსბერგი, ავსტრია), შოთა ნონიკაშვილი (ჩერკასი, უკრაინა), გიორგი წიტაიშვილი (გრანადა, ესპანეთი), საბა ლობჟანიძე (ატლანტა იუნაიტედი, აშშ), ზურიკო დავითაშვილი (სენტ-ეტიენი, საფრანგეთი)

ფორვარდები: ბუდუ ზივზივაძე (კარლსრუე, გერმანია), ხვიჩა კვარაცხელია (ნაპოლი, იტალია), გიორგი მიქაუტაძე (ლიონი, საფრანგეთი)

შეგახსენებთ, სექტემბრის სანაკრებო პაუზისას საქართველოს ეროვნული გუნდი ერთა ლიგის ორ მატჩს გამართავს. 7 სექტემბერს, „მიხეილ მესხზე'' ჩეხეთს მიიღებს. 10 სექტემბერს, ტირანაში, საქართველოს ნაკრების მეტოქე ალბანეთი იქნება.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები