ვილი სანიოლი, გურამ კაშია
Aa
Aa

სანიოლი: კაშო პირველი მოდის და მეუბნება: პრობლემაა და უნდა გამოვასწოროთ

საქართველოს ეროვნული ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა ვილი სანიოლმა CrystalSport-თან ვრცელ ინტერვიუში არაერთ საინტერესო თემაზე ისაუბრა. მათ შორის გურამ კაშიაზე, რომელმაც 37 წლის ასაკში ევრო 2024-ზე ბრწყინვალედ ითამაშა და შემდეგ ფაქტობრივად დასვენების გარეშე საკლუბო ფეხბურთში ჩაერთო და მისი გუნდი ჩემპიონთა ლიგაზე მოხვდა.

„კაშო ჩემი კაპიტანია. და თუ ის ჩემი კაპიტანია, ეს ნიშნავს, რომ მე მას ძალიან კარგად ვაფასებ. კაშოსთან ხშირად ვსაუბრობ, რადგან ის ადამიანია რომელსაც უყვარს საუბარი და ხშირად ვკონტაქტობთ. ხანდახან მინდა გაიგოს, რომ მის ასაკში ზოგჯერ უნდა დაისვენოს, რადგან მგონია, რომ ძალიან ბევრს თამაშობს. ვარჯიშზე ყოველდღე უნდა იარო, რადგან ვარჯიში მნიშვნელოვანია, მაგრამ ზოგჯერ ის ამ ყველაფერს ცოტა ზედმეტად აკეთებს, მაგრამ იცით, მე არ ვარ მისი მამა, არ ვარ მისი ცოლი, არ ვარ მისი ბოსი კლუბში, მაგრამ ბედნიერი ვარ, რომ მისნაირი მოთამაშე მყავს, რადგან ის დიდებული კაპიტანია, იცის როგორ უნდა ისაუბროს სხვებთან და როცა გუნდში პრობლემაა, ის ყოველთვის პირველია, ვინც ჩემთან მოდის და მეუბნება: "პრობლემაა და უნდა გამოვასწოროთ". ჩემთვის ეს დიდებული ურთიერთობაა მწვრთნელსა და კაპიტანს შორის. ჩემსა და კაშოს შორის ურთიერთობა იდეალურია’’.

ინტერვიუ სრულად

შეგახსენებთ, სექტემბრის სანაკრებო პაუზისას საქართველოს ეროვნული გუნდი ერთა ლიგის ორ მატჩს გამართავს. 7 სექტემბერს, „მიხეილ მესხზე'' ჩეხეთს მიიღებს. 10 სექტემბერს, ტირანაში, საქართველოს ნაკრების მეტოქე ალბანეთი იქნება.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები