გიგა ოჩხიკიძე
Aa
Aa

განხილვა დასრულებულია - ოჩხიკიძე პარალიმპიური ჩემპიონია

ის გაუგებრობა და აბსურდი, რაც გიგა ოჩხიკიძის ფენომენალური ასპარეზობის შემდეგ, მისი მაროკოელი და პოლონელი კონკურენტების გაპროტესტებამ განაპირობა, დასრულებულია და რეკორდის ფონზე მოპოვებული პარალიმპიური ოქროს მედალი ქართველ პარამძლეოსანს დაუბრუნეს.

სპეციალური კომისიის განხილვა რამდენიმე საათის განმავლობაში მიმდინარეობდა, რომელსაც საქართველოს პარალიმპიური კომიტეტის პრეზიდენტი რატი იონათამიშვილიც ესწრებოდა და ყველაფერი ქართული პარასპორტისთვის სასურველი შედეგით დასრულდა.

შეგახსენებთ, რომ გიგა ოჩხიკიძემ ბირთვი 9,66 მეტრზე გაისროლა და არამხოლოდ პარალიმპიური ჩემპიონობა მოიპოვა, არამედ ყველა დროის რეკორდიც დაამყარა. ის გახდა მეორე პარასპორტსმენი ძიუდოისტ ზვიად გოგოჭურის შემდეგ დამოუკიდებელი საქართველოს ისტორიაში, რომელმაც პარალიმპიურ თამაშებზე ოქროს მედალი მოიგო.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
9.66 მეტრზე გაისროლა - გიგა ოჩხიკიძე პარალიმპიური ჩემპიონია
9.66 მეტრზე გაისროლა - გიგა ოჩხიკიძე პარალიმპიური ჩემპიონია