„ამ შედეგს ბოლომდე დავიცავთ“ - იონათამიშვილის პირველი კომენტარი
ქართველი პარამძლეოსნის, გიგა ოჩხიკიძის ასპარეზობის შემდეგ მომხდარ სკანდალურ ფაქტზე, რომელმაც პარალიმპიური ჩემპიონობა რეკორდის დამყარების ფონზე მოიპოვა, საქართველოს პარალიმპიური კომიტეტის პრეზიდენტმა რატი იონათამიშვილმა სოციალური ქსელის საშუალებით პირველი განცხადება გაავრცელა.
რას წერს იონათამიშვილი
როგორც საზოგადოებისთვის არის ცნობილი, გიგა ოჩხიკიძის შედეგები გაასაჩივრეს მოროკოს და ირანის დელეგაციებმა, მას შემდეგ, რაც ოფიციალურად გამოცხადდა გამარჯვებული და ყველა ოფიციალურ გვერდზე გამოქვეყნდა გიგა ოჩხიკიძის შედეგიც და რეკორდიც, ბირთვის კვრის ორგანიზატორებმა გადაწყვეტილება შეცვალეს.
ჩვენ დაუყონებლივ გავასაჩივრეთ ეს გადაწყვეტილება და ახლაც განხილვის პროცესში ვართ. გვქონდა რამდენიმესაათიანი შეხვედრა ორგანიზატორებთან და მსაჯებთანაც, წარვადგინეთ ვიდეო მტკიცებულებებიც, რომ გიგა სწორედ ისვრის ბირთვს.
5 სექტემბერს, ჩანიშნულია ჩემი პირადი შეხვედრა საერთაშორისო პარალიმპიური კომიტეტის პრეზიდენტთან ენდრიუ პერსონსთან.
დაუშვებელია, რომ პარალიმპიურ თამაშებზე პარა ათლეტები უსამართლოდ იჩაგრებოდნენ და ყველას მიერ აღიარებულ შედეგს იპარავდნენ!
ჩვენ ბოლომდე დავიცავთ ჩვენი საამაყო პარაათლეტის გიგა ოჩხიკიძის უფებებს და ინფორმაციის განახლებისთანავე გაცნობებთ შედეგებს.
შეგახსენებთ, რომ გიგა ოჩხიკიძემ ბირთვი 9,66 მეტრზე გაისროლა და არამხოლოდ პარალიმპიური ჩემპიონობა მოიპოვა, არამედ ყველა დროის რეკორდიც დაამყარა. ის გახდა მეორე პარასპორტსმენი ძიუდოისტ ზვიად გოგოჭურის შემდეგ ქართული პარასპორტის ისტორიაში, რომელმაც პარალიმპიურ თამაშებზე ოქროს მედალი მოიგო.