ნოდარ კობალაძე, გიორგი გივიშვილი
Aa
Aa

ჩემპიონი და ერთი პრიზიორი - ძიუდოისტების ორი მედალი მსოფლიოზე

პერუს დედაქალაქ ლიმაში უკანასკნელი დღეების განმავლობაში ჭაბუკ ძიუდოისტთა შორის მსოფლიოს ჩემპიონატი იმართებოდა, რომელიც ჩვენი ქვეყნის წარმომადგენლებმა ერთი ოქროსა და ერთი ბრინჯაოს მედლით დაასრულეს. მსოფლიოს ჩემპიონი გიორგი გივიშვილი (+66 კგ) გახდა, ხოლო ნოდარ კობალაძემ (+90 კგ) საპრიზო მესამე ადგილი დაიკავა.

გივიშვილი მთელი ტურნირის განმავლობაში უმაღლეს დონეზე ჭიდაობდა და საკუთარი დამაჯერებელ ასპარეზობა ფინალში რუსი აბდულაჰ პარჩიევის ძლევით დააგვირგვინა, რომელიც ნეიტრალური ათლეტის სტატუსით გამოდიოდა. რაც შეეხება კბილაშვილს (+90 კგ), ის ბრინჯაოს მედლისთვის შეხვედრაში ფრანგ ჟან პასკალ ბი გოლ და კოსტაზე ძლიერი აღმოჩნდა.

ჭაბუკ ძიუდოისტთა მსოფლიოს ჩემპიონატი 2009 წლიდან ტარდება და ქართველი სპორტსმენების ანგარიშზე საერთო ჯამში 7 ოქროს, 13 ვერცხლისა და 16 ბრინჯაოს მედალი აქვთ მოპოვებული.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
საპრეზიდენტო არჩევნების თარიღი ცნობილია - ძიუდოს სამყარო 28 სექტემბერს შეიკრიბება
საპრეზიდენტო არჩევნების თარიღი ცნობილია - ძიუდოს სამყარო 28 სექტემბერს შეიკრიბება