ოჩხიკიძეს ოქროს მედალი ჩამოართვეს? სკანდალი პარალიმპიადაზე
ქართველი პარამძლეოსნის გიგა ოჩხიკიძის ფენომენალური გამოსვლის სათანადოდ დაგვირგვინება კითხვის ნიშნის ქვეშ დგას - საერთაშორისო პარალიმპიური კომიტეტის ოფიციალურ ვებ-გვერდზე მის მიერ დაფიქსირებული მაჩვენებელი დროებით ანულირებულია, რაც იმას ნიშნავს, რომ მიმდინარეობს საჩივრის განხილვა, ქართველი სპორტსმენის პარალიმპიური ჩემპიონობა კითხვის ნიშნის ქვეშ დგას და სანამ საბოლოო გადაწყვეტილებას არ მიიღებენ, ვერაფერი გაირკვევა.
Crystalsport-ის ინფორმაციით, ოჩხიკიძის მიერ დაფიქსირებული შედეგი მეორე ადგილზე გასულმა მაროკოელმა პარასპორტსმენმა განიმ გაასაჩივრა და მისი არგუმენტი იყო, რომ ქართველმა ბირთვის მკვრელმა არასწორად ისროლა და სწორედ ამის განხილვა მიდის ამ წუთებში, რომელსაც საქართველოს პარალიმპიური კომიტეტის პრეზიდენტი რატი იონათამიშვილიც ესწრება და ბუნებრივია თავის არგუმენტებს წარადგენს.
შეგახსენებთ, რომ გიგა ოჩხიკიძემ ბირთვი 9,66 მეტრზე გაისროლა და არამხოლოდ პარალიმპიური ჩემპიონობა მოიპოვა, არამედ ყველა დროის რეკორდიც დაამყარა. ის გახდა მეორე პარასპორტსმენი ძიუდოისტ ზვიად გოგოჭურის შემდეგ ქართული პარასპორტის ისტორიაში, რომელმაც პარალიმპიურ თამაშებზე ოქროს მედალი მოიგო.