ნიკოლოზ გიგაური, დავით ტყებუჩავა, დავით დავითური, აკაკი ეზუგბაია
Aa
Aa

1 ოქრო, 3 ბრინჯაო - ქართველი კარატისტების წარმატება

შვეიცარიის ქალაქ ბაზელში ახალგაზრდა სპორტსმენებს შორის სპორტული კარატეს საერთაშორისო ტურნირი ჩატარდა, რომელიც საქართველოს დელეგაციისთვის წარმატებული აღმოჩნდა. Basel Open Masters 2024-ზე ჩვენი ქვეყნის სახელით რვა კარატისტმა (ექვსი ბიჭი, ორი გოგონა) იასპარეზა და ოთხმა მათგანმა შეჯიბრება სხვადასხვა სინჯის მედლით დაასრულა.

საუკეთესო შედეგი ნიკოლოზ გიგაურმა აჩვენა, რომელიც 76 კილოგრამ წონით კატეგორიაში ტურნირის გამარჯვებული გახდა. დავით ტყებუჩავამ ბრინჯაოს მედალი 60 კილოგრამ, დავით დავითურმა 61 კილოგრამ, ხოლო აკაკი ეზუგბაიამ აბსოლუტურ წონით კატეგორიაში მოიპოვა. საქართველოს სპორტული კარატეს ეროვნული გუნდი პრესტიჟული ტურნირისთვის გამოცდილმა გუნდმა ლაშა კოდუამ მოამზადა.

საქართველოს სპორტული კარატეს გუნდი მსოფლიოს ჩემპიონატისთვის ემზადება, რომელსაც ოქტომბერში იტალიის ქალაქი ვენეცია უმასპინძლებს. მსოფლიოს გუნდურ ჩემპიონატზე კი არბიტრებს შორის ერთ-ერთი ქართველი იქნება, რადგან როგორც მოგეხსენებათ, მსოფლიო კარატეს ფედერაციის მიერ გამოქვეყნებულ რეიტინგში თათია მელუა პირველ პოზიციაზეა.

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
კარატისტების 7 ოქროს მედალი საერთაშორისო ტურნირზე
კარატისტების 7 ოქროს მედალი საერთაშორისო ტურნირზე