ტენ ჰაგი: “თასები მოვიგე, მეტი რა ვქნა?“
მანჩესტერ იუნაიტედი ერიკ ტენ ჰაგის ხელმძღვანელობით დამაკმაყოფილებელ შედეგებს ვერ აჩვენებს. ლივერპულთან მატჩის წინ, ჟურნალისტებმა ნიდერლანდელ სპეციალისტს საკუთარი მოღვაწეობის შეფასება სთხოვეს.
რა თქვა ტენ ჰაგმა?
„ბოლო 2 წლის განმავლობაში, ინგლისურ ფეხბურთში სიტის შემდეგ, ყველაზე მეტი ტიტული მოვიგეთ. ეს არის რეალობა და ეს არის ფაქტები.
გუნდში ახალგაზრდა ფეხბურთელები მოვიყვანეთ და ისინი განვავითარეთ. ეს პროცესი ახლაც მიმდინარეობს. თასები მოვიგეთ, მეტი რა ვქნა? რამდენადაც ვიცი, გულშემატკივრები ჩემით კმაყოფილნი არიან.“
შეგახსენებთ, რომ მანჩესტერ იუნაიტედმა ერიკ ტენ ჰაგის ხელმძღვანელობით 117 მატჩი გამართა, საიდანაც 67 მოიგო, 18 წააგო და 32 ფრედ დაასრულა. ნიდერლანდელმა წითელ ეშმაკებთან ერთად FA Cup და EFL Cup მოიგო.
ცნობისთვის, ლივერპულის და მანჩესტერ იუნაიტედის დაპირისპირება 1 სექტემბრით თარიღდება და თბილისის დროით 19:00-დან დაიწყება.