დავიდ ნერეში
Aa
Aa

შუბლზე იარაღი მიადეს - დავიდ ნერეში დააყაჩაღეს

გუშინ, გვიან ღამით, როდესაც ნაპოლისა და პარმას მატჩი დასრულდა, პარტენოპეის ახალწვეული დავიდ ნერეში მეუღლესთან ერთად სასტუმროსკენ გადაადგილდებოდა.

გზაში საშინელი ინციდენტი მოხდა. ბრაზილიელი ფეხბურთელი მანქანაში იჯდა, რა დროსაც მას თავს დაესხნენ.

თავდამსხმელებმა მანქანის შუშა ჩაამტვრიეს, ნერეშს შუბლზე იარაღი მიადეს და ძვირადღირებული საათის მოხსნა უბრძანეს. რა თქმა უნდა, დავიდმა მათი მოთხოვნა შეასრულა.

CalcioNapoli24-ის ინფორმაციით, ამ მომენტისთვის სამართალდამცავები გამოძიებას აწარმოებენ. ჯერჯერობით დამნაშავეები კვლავ თავისუფლები არიან და მათ ვერ პოულობენ.

შეგახსენებთ, რომ პარმას წინააღმდეგ ნერეშს დებიუტი ჰქონდა. ბრაზილიელი ფეხბურთელი მინდორზე 69-ე წუთზე გამოჩნდა და ანგისას საგოლე პასი სწორედ მან გაუკეთა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
კონტე: “ძალიან რთული მატჩი გამოვიდა, ბედნიერი ვარ“
კონტე: “ძალიან რთული მატჩი გამოვიდა, ბედნიერი ვარ“