ნაპოლი, პარმა, ხვიჩა კვარაცხელია
Aa
Aa

“პირველივე წუთიდან მარტო ყველას წინააღმდეგ“ - იტალიური მედია კვარაზე

სერია ა-ს მორიგ ტურში ნაპოლიმ 10 კაცით დარჩენილი პარმა მძიმე ბრძოლაში 2:1 დაამარცხა. სადებიუტო გოლი გაიტანა რომელუ ლუკაკუმ. მატჩის დასრულების შემდეგ, სხვადასხვა გამოცემებმა ხვიჩა კვარაცხელიას თამაში შეაფასეს.

Tuttomercatoweb:

„პირველ ტაიმში საუკეთესო იყო. მეორეში ჩავარდნა ჰქონდა, მაგრამ საბედნიეროდ რომელუ ლუკაკუმ გადაარჩინა.“

Tuttonapoli:

„პირველ ტაიმში, მისთვის დამახასიათებელი ხარისხი გამოავლინა და ხარივით უტევდა. ლუკაკუს სახით მან შეიძინა პარტნიორი, რომელიც აკლდა.“

Calciomercato:

„პირველივე წუთიდან მარტო იყო ყველას წინააღმდეგ. არაერთი სახიფათო სიტუაცია შექმნა და ბურთის დასაბრუნებლად თავს არ ზოგავდა. საბოლოო ჯამში, მეტოქის კარის აღება ვერ მოახერხა და ბოლო წუთებში ძალიან ჩქარობდა.“

შეგახსენებთ, რომ სერია ა-ს საწყის სამ ტურში კვარაცხელიას აქტივში გოლი და საგოლე პასია. პარტენოპეის ანგარიშზე კი 6 ქულაა. ამ შედეგით კონტეს გუნდი მეოთხე პოზიციას იკავებს. შემდეგ ტურში, ნაპოლი კალიარის ესტუმრება. აღნიშნული დაპირისპირება 15 სექტემბრით თარიღდება და თბილისის დროით 17:00-დან დაიწყება.

ხვიჩას მომენტები VS პარმა

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
კონტე: “ძალიან რთული მატჩი გამოვიდა, ბედნიერი ვარ“
კონტე: “ძალიან რთული მატჩი გამოვიდა, ბედნიერი ვარ“