ნაპოლი, ანტონიო კონტე
Aa
Aa

კონტე: “ძალიან რთული მატჩი გამოვიდა, ბედნიერი ვარ“

სერია ა-ს მორიგ ტურში ნაპოლიმ 10 კაცით დარჩენილი პარმა მძიმე ბრძოლაში 2:1 დაამარცხა. სადებიუტო გოლი გაიტანა რომელუ ლუკაკუმ. მატჩის დასრულების შემდეგ, პარტენოპეის მთავარმა მწვრთნელმა ანტონიო კონტემ ჟურნალისტებთან ისაუბრა.

კონტე:

„კმაყოფილი ვარ, თუ არა სატრანსფერო ფანჯრით? ბოლო წუთამდე ძალიან გაგვიჭირდა გარკვეული პერიპეტიების გამო. ოსიმენის სიტუაცია ადრე, რომ გარკვეულიყო, გაცილებით ნაყოფიერი ტრანსფერები გვექნებოდა. 

მიუხედავად ამისა კლუბმა მაინც კარგად იმუშავა. ეს არის გუნდი და ჩვენ არჩევანი გავაკეთეთ. ვინც არ არის თანმიმდევრული და წესებს პატივს არ სცემს, ის აქ ვერ ითამაშებს. საერთო ჯამში ნაპოლიმ ძალიან დიდი ფინანსური ზარალი ნახა.

პარმასთან გამარჯვებით ბედნიერი ვარ. ძალიან რთული თამაში გამოვიდა, კლუბმა კი შესაბამისი რეაქცია გამოავლინა.“

შეგახსენებთ, რომ სერია ა-ს საწყის სამ ტურში კვარაცხელიას აქტივში გოლი და საგოლე პასია. პარტენოპეის ანგარიშზე კი 6 ქულაა. ამ შედეგით კონტეს გუნდი მეოთხე პოზიციას იკავებს. შემდეგ ტურში, ნაპოლი კალიარის ესტუმრება. აღნიშნული დაპირისპირება 15 სექტემბრით თარიღდება და თბილისის დროით 17:00-დან დაიწყება.

ხვიჩას მომენტები VS პარმა

მსგავსი სიახლეები