გენო პეტრიაშვილი, კონსტანტინე პეტრიაშვილი
Aa
Aa

მაგარი ამბავი: პეტრიაშვილი თვის საუკეთესო მოჭიდავედ აღიარეს

ჭიდაობის საერთაშორისო ფედერაციამ თავისუფალ სტილში აგვისტოს თვის საუკეთესო მოჭიდავედ გენო პეტრიაშვილის ძმა, კონსტანტინე პეტრიაშვილი დაასახელა.

„2024 წლის ოლიმპიადის გამარჯვებულის, გენო პეტრიაშვილის ძმამ, კონსტანტინე პეტრიაშვილმა მსოფლიოს 17-წლამდე ჩემპიონატზე განსაკუთრებულად იჭიდავა და ოქროს მედალი მოიპოვა’’ - აღნიშნულია ჭიდაობის საერთაშორისო ფედერაციის ოფიციალურ გვერდზე.

კონსტანტინე პეტრიაშვილმა წონა შეიცვალა, ადრე 80 კგ. წონით კატეგორიაში გამოდიოდა, ახლა კი 92 კგ. წონით კატეგორიაშია. გასულ ზაფხულში 17-წლამდელთა შორის ჯერ ევროპის, შემდეგ კი მსოფლიოს ჩემპიონატი მოიგო. მსოფლიოს 17-წლამდე ჩემპიონატის ფინალში კონსტანტინემ რუსი როდიონ სანაკოევი 8:0 გაანადგურა.

ასევე შეგახსენებთ, რომ ახლახან კონსტანტინემ ჭიდაობის საერთაშორისო ფედერაციის ვებგვერდთან საუბრისას შემდეგი კომენტარი გააკეთა:„მე კონსტანტინე ვარ, მსოფლიოს ჩემპიონი 17-წლამდე ასაკის მოჭიდავეებში, ჩემი ძმა გენო კი საუკეთესოა და ჭიდაობის მეფეა. ჩემთვის პატივია, რომ როგორც მის ძმას ისე მიცნობენ“.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები