ვალენსია, ვილიარეალი, გიორგი მამარდაშვილი
Aa
Aa

ფრე ვილიარეალთან - მამარდამ ვალენსია ერთხელ გადაარჩინა

ლა ლიგის მე-4 ტურში ვალენსიამ ვილიარეალს უმასპინძლა. მატჩი ფრედ 1:1 დასრულდა და გუნდებმა ქულები გაიყვეს.

აღსანიშნავია, რომ მიმდინარე სეზონში ღამურებისთვის ჯერჯერობით ეს საუკეთესო მატჩი იყო და მოგებასთან ძალიან ახლოს იყო.

ბარახას შეგირდებმა უამრავი მომენტი შექმნეს, თუმცა ერთის მეტი ვერ გამოიყენეს. რიგ ეპიზოდში სტუმართა მეკარე მოწოდების სიმაღლეზე იყო. გარკვეულ ეპიზოდებში კი ვალენსიას ფეხბურთელები ვერ ახერხებდნენ ზუსტად დარტყმას.

ანგარიში 24-ე წუთზე დურომ გახსნა. ვილიარეალი აბსოლუტურად ვერაფერს ქმნიდა, თუმცა ტაიმის მიწურულს პერესმა გაისროლა და წონასწორობა აღადგინა. გიორგი მამარდაშვილი ბურთს ვერ მისწვდა და უძლური აღმოჩნდა.

მეორე ტაიმში ღამურების უპირატესობა კიდევ უფრო გამოიკვეთა, მაგრამ მომენტებს ვერ იყენებდნენ. რაც შეეხება მამარდაშვილს, მას მხოლოდ 1 მოგერიება ჰქონდა და აღნიშნულ ეპიზოდში გუნდი აშკარა გაშვებულ გოლს გადაარჩინა.

შეგახსენებთ, რომ 4 ტურის შემდეგ, ვალენსიას 1 ქულა აქვს და ბოლო, მე-20 ადგილზე იმყოფება. შემდეგ ტურში, ბარახას გუნდი მადრიდის ატლეტიკოს ესტუმრება.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
გოლი და საგოლე პასი - კიტეიშვილმა შტურმს ტიროლთან მოაგებინა
გოლი და საგოლე პასი - კიტეიშვილმა შტურმს ტიროლთან მოაგებინა