შტურმი, ოთარ კიტეიშვილი, ტიროლი
Aa
Aa

გოლი და საგოლე პასი - კიტეიშვილმა შტურმს ტიროლთან მოაგებინა

ავსტრიის ბუნდესლიგის მორიგ ტურში შტურმმა ტიროლს უმასპინძლა და უმძიმეს ბრძოლაში 4:2 დაამარცხა.

ამ გამარჯვების ერთ-ერთი მთავარი შემოქმედი ოთარ კიტეიშვილი იყო, რომელმაც გოლი გაიტანა და საგოლე პასი შეასრულა.

აღსანიშნავია, რომ ტიროლი 38-ე წუთისთვის 2:0-ს იგებდა. 44-ე წუთზე სხვაობა სწორედ ქართველმა ფეხბურთელმა შეამცირა. ჯვაროსნების ნახევარმცველმა გაზიბეგოვიჩის გამოზომილი პასი გამოიყენა და ეფექტური თავური დარტყმით გაიტანა.

მეორე ნახევარში, მასპინძლები გააქტიურდნენ. 66-ე წუთზე ცვლილებაზე გამოსულმა გრგიჩმა კიტეიშვილის პასი გამოიყენა და ანგარიში გაათანაბრა. ზუსტად 10 წუთში გრგიჩმა დუბლი გაიფორმა. მატჩის საბოლოო შედეგი მსაჯის მეირ კომპენსირებულ დროში ჩუკვუანიმ დააფიქსირა.

შეგახსენებთ, რომ კიტეიშვილმა მიმდინარე სეზონში, ყველა ტურნირზე ერთად მეექვსე მატჩში მიიღო მონაწილეობა. ქართველ ფეხბურთელს 2 გოლი და 1 საგოლე გადაცემა დაუგროვდა.

ასევე შეგახსენებთ, შტურმი ჩემპიონთა ლიგაზეც მიიღებს მონაწილეობას და კიტეიშვილის შესანიშნავი შანსი აქვს, რომ ევროპის ყველაზე პრესტიჟულ საკლუბო ტურნირზე კიდევ ერთი ქართული ისტორია დაწეროს.


მსგავსი სიახლეები

ასევე დაგაინტერესებთ
ბრესტმა გაანადგურა - ზურიკოს გუნდი კრიზისშია და შეტევაში ვერაფერს ქმნის
ბრესტმა გაანადგურა - ზურიკოს გუნდი კრიზისშია და შეტევაში ვერაფერს ქმნის