საშინელი შედეგების ფონზე - სამპდორიამ პირლო გაათავისუფლა
თამამად შეიძლება ითქვას, რომ ანდრეა პირლოს სამწვრთნელო კარიერა არ შედგა. ლეგენდარული იტალიელი სამპდორიადან გაათავისუფლეს.
ამის მიზეზი სერია ბ-ს წარუმატებელი დაწყება იყო. 3 ჩატარებული შეხვედრა, 1 ფრე, 2 წაგება და ადგილი გასავარდნ ზონაში. ეს კლუბის ხელმძღვანელობისთვის მიუღებელი აღმოჩნდა.
იტალიელი სპეციალისტი სამპდორიას 2023 წლის ივნისში ჩაუდგა სათავეში და გასულ სეზონში მისი შედეგი დამაკმაყოფილებელი იყო.
მეტიც, სამპდორია პლეი-ოფშიც გავიდა და სერია ა-ში დაწინაურების შანსიც ჰქონდა, მაგრამ პალერმოსთან 0:2 დამარცხდა. ჯამში პირლო სამპდორიას 45-ჯერ გაუძღვა. 16 მატჩი მოიგო, 17 წააგო და 12 ფრედ დაასრულა.
შეგახსენებთ, რომ პირლომ სამწვრთნელო კარიერა იუვენტუსის 23-წლამდე გუნდში დაიწყო, შემდეგ პირველი გუნდი ჩაიბარა, მაგრამ 1 წელიწადში გაათავისუფლეს. მისი შემდეგი გუნდი კარაგუმრუკი იყო, სადაც ასევე 1 სეზონი დაყო.