ბრესტმა გაანადგურა - ზურიკოს გუნდი კრიზისშია და შეტევაში ვერაფერს ქმნის
საფრანგეთის ლიგა 1-ის მესამე ტურში „ბრესტმა’’, რომელიც ჩემპიონთა ლიგის მონაწილეა, საკუთარ კედლებში „სენტ-ეტიენი’’ 4:0 გაანადგურა.
„სენტ-ეტიენს’’ შეტევაში ძალიან უჭირს. მიუხედავად იმისა, რომ ზურიკო დავითაშვილმა სეზონის წინ ამხანაგურ მატჩებში კარგად ითამაშა, ლიგა 1-ში თამაშს სულ სხვა წნეხი და დატვირთვა ახლავს, გაცილებით დიდი გამოცდილებაა საჭირო, მეტოქეთა მხრიდანაც ძალიან დიდი წინააღმდეგობა მოდის. ფაქტია, ამ ეტაპზე „სენტ-ეტიენი’’ ლიგა 1-ის დონისთვის შესაბამის ფეხბურთს ვერ აჩვენებს, რასაც შედეგი კარგად გამოხატავს, საწყისი სამი ტურის შემდეგ დავითაშვილის გუნდის ანგარიშზე 0 გატანილი გოლი და 0 ქულაა, ამ მატჩებში „სენტ-ეტიენმა'' 7 გოლი გაუშვა.
ასევე უნდა ითქვას, რომ დღეს ზურიკოს გამოკვეთილ გარემარბად არ უთამაშია, ხშირად მოედნის ცენტრში იწევდა, ფორვარდის უკან მოქმედებდა. ისევე როგორც გასულ ორ ტურში, ამჯერადაც ძალიან მონდომებული იყო, თუმცა „სენტ-ეტიენს'' შეტევების ორგანიზება ძალიან უჭირს და მხოლოდ ერთი ფეხბურთელი, მით უმეტეს ლიგა 1-ში სადებიუტო სეზონში, განსხვავებას მარტო ვერ შექმნის. საწყისი სამი ტურიდან გამომდინარე გუნდის მიზანი ცხადია ელიტაში ადგილის შენარჩუნება იქნება, თუმცა შესაძლოა გამოკვეთილ აუტსაიდერად იქცეს და ჩემპიონატში მისმა თამაშმა ფორმალური მხარე მიიღოს. მოლოდინი პესიმისტურია.
ამ თამაშიდან ზურიკოს მონაწილეობით რამდენიმე მომენტს გთავაზობთ, რაც კარგად დაგანახებთ, თუ რამდენად უსუსურია „სენტ-ეტიენი'' შეტევაში. მატჩის მიწურულს ზურიკომ მეტოქის საჯარიმოში მყოფ თანაგუნდელს კარგი პასი გაუკეთა, თუმცა მან ბურთი ელემენტარულ ვითარებაში ვერ დაამუშავა.