სტივ კინი, გიორგი მჭედლიშვილი
Aa
Aa

„მწვრთნელსა და ჯუნგლებს შორის გაუგებრობა ამოწურულია“ - მჭედლიშვილი ტორპედოში მიმდინარე მოვლენებზე

ქუთაისში, „შენგელია არენაზე“ ჩემპიონობისთვის ბრძოლაში უშუალო კონკურენტ „დილასთან“ (1:5) განცდილი მარცხის შემდეგ, „ტორპედოს“ შოტლანდიელ მთავარ მწვრთნელ სტივ კინსა და ქუთაისელთა ფან კლუბ, „ჯუნგლების“ წევრებს შორის ურთიერთობა უკიდურესად დაიძაბა, რასაც მოგვიანებით ჯერ ქომაგების, შემდეგ გუნდის კაპიტან მერაბ გიგაურის, ბოლოს კი თავად კინის მიერ გამოქვეყნებული განცხადებები მოჰყვა. Crystalsport-თან ინტერვიუში „ტორპედოში“ არსებულ ვითარებაზე ამ გუნდის დაცვის ხაზის შეუცვლელმა ფეხბურთელმა გიორგი მჭედლიშვილმა ვრცლად ისაუბრა.

რა თქვა მჭედლიშვილმა

ტრავმის გამო თანაგუნდელებს „დილასთან“ შეხვედრაში ვერ ვეხმარებოდი, თუმცა ვიცი, რომ მსაჯის საფინალო სასტვენის შემდეგ მთავარ მწვრთნელსა და ქომაგებს შორის გარკვეულ გაუგებრობას ჰქონდა ადგილი. ამჟამინდელი მდგომარეობით, ყველაფერი მოგვარებულია და როგორც ვიცი, „ჯუნგლები“ სრული შემადგენლობით აპირებენ ბათუმში ჩვენს საქომაგოდ წამოსვლას.

ხანდახან ფეხბურთში ხდება აუხსნელი რაღაცეები და დიდი გუნდებიც საკუთარ მოედნებზე ალოგიკური სხვაობით მარცხდებიან. სწორედ ასეთ შემთხვევასთან გვქონდა საქმე „დილასთან“ შეხვედრაშიც. ვიცი, ბევრი უსვამს ხაზს მამადუ სახოს შეცდომას, მაგრამ ისიც ადამიანია და ეპატიება. ჩემი აზრით, სახოს დონის ფეხბურთელს საქართველოს ეროვნულ პირველობაზე არასოდეს უთამაშია.

რაც შეეხება ტრავმას, ტკივილები „ომონიასთან“ სტუმრად გამართული შეხვედრის შემდეგ ვიგრძენი. მირჩევნდნენ, რომ ცოტა ხნით დამესვენა, მე კი რამდენიმე დღეში Crystalbet ეროვნულ ლიგაში ხელოვნურსაფარიან მოედანზე ვითამაშე და ტრავმა გავიმიზეზე. დეტალურმა სამედიცინო გამოკვლევამ აჩვენა, რომ ბარძაყის ძვლის ანთება მქონდა, თუმცა ახლა ყველაფერი რიგზეა.

გიორგი მჭედლიშვილი „ტორპედოს„ ვერც ხვალ „დინამო ბათუმთან“ შეხვედრაში ვერ დაეხმარება, თუმცა 10 დღეში სრული დატვირთვით ვარჯიშს შეუდგება და სანაკრებო პაუზის შემდეგ მოედანს დაუბრუნდება.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
„რამდენიმე ქართველის დამატება გვინდოდა, მათ საოცარი ფინანსური მოთხოვნები აქვთ“ - ბალაძე დინამო ბათუმის პრობლემებზე
„რამდენიმე ქართველის დამატება გვინდოდა, მათ საოცარი ფინანსური მოთხოვნები აქვთ“ - ბალაძე დინამო ბათუმის პრობლემებზე