„ბედნიერი ვარ, რომ ქოჩორაშვილი შევინარჩუნეთ“ - ლევანტეს მწვრთნელი
„ლევანტეს“ მთავარმა მწვრთნელმა ხულიან კალერომ სატრანსფერო ფანჯრის დახურვის შემდეგ პრესასთან ისაუბრა და კმაყოფილება გამოთქვა, რომ ქოჩორაშვილის შენარჩუნება შეძლეს.
„კლუბმა შეძლო და ისეთი ძლიერი მოთამაშეები შეინარჩუნა, როგორებიც ქოჩორაშვილი და პაბლო მარტინესი არიან. სხვა ფეხბურთელების შემთხვევაში სამწუხაროდ დათმობაზე წასვლა მოგვიხდა, მაგრამ საბედნიეროდ მათი შენარჩუნება შევძელით.
ბედნიერი ვარ, რომ სატრანსფერო ფანჯარა უკვე დაიხურა და ავად, თუ კარგად არსებული შემადგენლობით კმაყოფილი ვარ. ამჟამად გუნდი მთლიანად მატჩებზეა კონცენტრირებული.
გუნდში ისეთი ფეხბურთელების ყოლა, როგორიც ქოჩორაშვილი და მარტინესი არიან, მთლიან კოლექტივს იმედს უსახავს“.
- განაცხადა კალერომ.
შეგახსენებთ, რომ ლა ლიგა 2-ის ორი ტურის შემდეგ, „ლევანტე“ 4 ქულით არის და ლიდერთა შორის იმყოფება.