გიორგი არაბიძე, ულსანი
Aa
Aa

გამორჩეული მატჩი ჰქონდა - არაბიძემ პოჰანგს დუბლი შეუსრულა

სამხრეთ კორეის ჩემპიონატის მორიგ ტურში ულსანი პოჰანგს დაუპირისპირდა. გულშემატკივრებმა 9-გოლიანი მატჩი იხილეს. ულსანმა 5:4 გაიმარჯვა და ამ გამარჯვებაში უდიდესი წვლილი გიორგი არაბიძემ შეიტანა.

ქართველი ფეხბურთელი ძირითად შემადგენლობაში მოგვევლინა. არაბიძემ მატჩი საკმაოდ აქტიურად დაიწყო და უკვე მე-6 წუთზე საკუთარი გუნდი დააწინაურა. მე-10 წუთზე სტუმრებმა წონასწორობა აღადგინეს.

ანგარიშის გათანაბრების შემდეგ, ულსანი მნიშვნელოვნად გააქტიურდა. 36-ე წუთზე გიორგი არაბიძემ გაისროლა და მასპინძლები დააწინაურა. პირველი ტაიმი ულსანმა 2:1 მოიგო.

შესვენების დროს, მთავარმა მწვრთნელმა ქართველი ფეხბურთელი შეცვალა. დარჩენილ დროში კიდევ არაერთი გოლი გავიდა და როგორც უკვე მოგახსენეთ, საბოლოოდ ულსანმა 5:4 მოიგო.

ამ გამარჯვების შემდეგ, გიორგის გუნდს სატურნირო ცხრილში 51 ქულა დაუგროვდა და პირველ ადგილზე იმყოფება, თუმცა მეორე ადგილზე მყოფ გენგვონს 50 ქულა და 1 მატჩით ნაკლები აქვს ჩატარებული.

ცნობისთვის, გიორგი არაბიძემ ულსანში გადასვლის შემდეგ, მესამე მატჩი მიიღო მონაწილეობა. მის ანგარიშზე 2 გატანილი გოლია.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
გულიაშვილის გაუქმებული ასისტი და ორი მომენტი - სარაევო ლიდერია
გულიაშვილის გაუქმებული ასისტი და ორი მომენტი - სარაევო ლიდერია